ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
26 ოქტომბერი, 2013


ანა ახმატოვა - РЕКВИЕМ

არა, არც უცხო ცის (არასდროს!) მზე მახლდა ,
არც უცხო ფრთებისა მეფარა საბანი, -
მაშინაც ვიდექი, ვიყავი ჩემს ხალხთან,
იქ სადაც (ვაი რომ), ვიყავით დამდგარნი.
                           

წინასიტყვაობის ნაცვლად

საზარელი წმენდის წლებში, ჩვიდმეტი თვე გავატარე ლენინგრადის ციხეთა რიგებში. ერთხელაც, ვიღაცამ "ამომიცნო". ჩემს ზურგს უკან მდგარმა ქალმა, რომელსაც რა თქმა უნდა არასდროს სმენოდა ჩემი სახელი, ყველასათვის დამახასიათებელი გაოგნებიდან გამომხედა და ყურში ჩურჩულით მკითხა (მაშინ ყველანი ჩურჩულით საუბრობდნენ):
_ ამის აღწერას შესძლებთ?
და მეც ვუპასუხე:
_ შევძლებ.
ამ დროს, ღიმილის მსგავსი რამ დაუცურდა იმაზე, რაც ოდესღაც მისი სახე იყო.


მიძღვნა

მთებიც იხრება ამ ტკივილისას 
და უდიდესი დგება მდინარე,
მაგრამ რა მტკიცედ ამოიგლისა
საკანთა კლიტე, "კატორღის მიწა", -
სდევს სასიკვდილო სევდის სიმყარე.

ვიღაცისთვის კი ქარი ქრის ნედლი,
ვიღაცისთვის კი მზე შლის ნარინჯ ფერს-
არ ვიცით, ყველგან, აქ გასაღების
ისმის - კლიტეში კაწვრის ხმა, გვერდით
კი ჯარისკაცთა ცვლა მიაბიჯებს.

სალიტურგიოდ ვგდებოდით სისხამს
და დედაქალაქს ვკვეთდით - ჯოჯოხეთს...
ხვდებოდნენ იქ მკვდრებს - ნაგვემ-ნასისხლარს...
მზე გდია, ნევა დაფარა ნისლმა
იმედი კი შორს, სვლას აბოლოებს.

განაჩენი... და ცრემლების ღვარი...
უკვე ყველასგან ცალკეა - ატყობს,
სწყდება სიცოცხლე, მტკივან გულს - დასდის,
პირქვე დაამხეს ის თითქოს ძალით,
მაგრამ ის მიდის... ბარბაცებს... მარტო...

ეჰ, სად არიან ფრთახსნილი დები,
იმ ორი წლისა - რომ მესატანა?
რა ელანდებათ მთვარის დიდ წრედში,
რა ეჩვენებათ ციმბირის მტვერში?
გემშვიდობებით დებო, ამ ხანად.




РЕКВИЕМ

                Нет, и не под чуждым небосводом,
                И не под защитой чуждых крыл,-
                Я была тогда с моим народом,
                Там, где мой народ, к несчастью, был.
                                        1961

Вместо предисловия

    В страшные годы ежовщины я провела семнадцать месяцев в тюремных очередях в Ленинграде. Как-то раз кто-то "опознал" меня. Тогда стоящая за мной женщина, которая, конечно, никогда не слыхала моего имени, очнулась от свойственного нам всем оцепенения и спросила меня на ухо (там все говорили шепотом):
    - А это вы можете описать?
    И я сказала:
    - Могу.
    Тогда что-то вроде улыбки скользнуло по тому, что некогда было ее лицом.

1 апреля 1957, Ленинград
Посвящение

Перед этим горем гнутся горы,
Не течет великая река,
Но крепки тюремные затворы,
А за ними "каторжные норы"
И смертельная тоска.
Для кого-то веет ветер свежий,
Для кого-то нежится закат -
Мы не знаем, мы повсюду те же,
Слышим лишь ключей постылый скрежет
Да шаги тяжелые солдат.
Подымались как к обедне ранней,
По столице одичалой шли,
Там встречались, мертвых бездыханней,
Солнце ниже, и Нева туманней,
А надежда все поет вдали.
Приговор... И сразу слезы хлынут,
Ото всех уже отделена,
Словно с болью жизнь из сердца вынут,
Словно грубо навзничь опрокинут,
Но идет... Шатается... Одна...
Где теперь невольные подруги
Двух моих осатанелых лет?
Что им чудится в сибирской вьюге,
Что мерещится им в лунном круге?
Им я шлю прощальный свой привет.

    Март 1940


პ.ს. გაგრძელება იქნება (იმედია)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები