ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2013


ქეთის

/"როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში.."/
მ.ლებანიძე

მსხალი ფანჯარაში - მწიფე მეტაფორა...
შენი თვალებიდან მოჩანს დედამიწა!..
წუხელ განთიადი მთვარეს ეამბორა,
მერე ყველაფერი მოყვა დედამისთან...

აღარ იტირო და მალე დაღამდება,
სახლში გაგიშვებ და ცოტას გაგაცილებ...
მინდა მოგეფერო ისევ დაღლამდე და
ფერი შევუცვალო ზეცის აკაციებს...

მზე მსხლის ტოტებზეა, როგორც ანცი ბავში,
ლექსებს ვკითხულობთ და
ალბათ გინატრებდი,
აქვე რომ არ მყავდე...
ჩამრჩი ხასიათში
შენ და დანარჩენი მიწის ბინადრები...

მერე საღამოა, დღეის დაღლილობა,
ხვალ კი გაღვიძება ისევ თუ გავრისკე -
მინდა სურვილები ცქერით დავლიო და
მერე ღმერთთან წავალ,
ზემოთ
ღრუბლებისკენ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები