ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2013


ლექსდაბადება

ფიქრით იწყება, სუნთქვის ამრევით...
მერე იწყება თავდავიწყება,
ვიდრე ბოქლომი უმძიმეს კარის
მტვრის ნამცეცებად გადაიქცევა.
მოფრენას ცდილობს ლურჯი ფრინველი,
რიალურ დღეთა ცა-სამყოფელში,
კარია ვიწრო და ძლივის მოჩანს
მზის სხივების ქვეშ ბნელი სოფელი.
მოფრინავს, მაგრამ ეს მერამდენედ,
ქარიც ხელს უშლის, სუსტი ნათებაც
და ვიწრო კართან ატუზულ ვარდის
უგულო ეკლებს ზედ ეხეთქება...
საოცარ ფრინველს ამ სამყაროში
უსისხლოდ მოსვლა ბევრჯერ ეწადა,
მაგრამ ვერცერთხელ უჯიშო ვარდის
საძაგელ ეკლებს ვერ გაეცალა.
გაავებული სისხლის წვეთიც კი
მიზიდულობას მტრად ერაცხება,
იბრძვის ბოლომდე, ვიდრე მოწყვეტით
სუფთა ფურცელზე დაენარცხება...
ალბათ კვლავ მოვა, მე კვლავ მოველი,
სრულად გამოვკრეფ ეკლიან ვარდებს,
რომ არ დამიფრთხეს, როგორც ყოველი,
მათი შეხებით დარდს რომ ატარებს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები