| ავტორი: ტ ა ტ ო ჟანრი: პოეზია 1 ნოემბერი, 2013 |
სახლში მოსულს რომ მიღებდი კარებს დაღლილობისგან ვხუჭე თვალია კოცნა მომინდა არ გამიკარე ფიქრობ: „შეხედეთ კიდე მთვრალია“
გაბრაზებულმა მოიცვი ხალათი მერე მეკამათე, მეჩხუბე ლამის, შენთან ყოფნა მინდა, არ მინდა ღალატი. ნუთუ ძნელია გჯეროდეს ამის
მერე გაბუსული ლოგინზე დაჯდები საყვედურს ვერ ამბობ, გიშრება ენა გინდა რომ სისხლისგან დაცალო მაჯები თუმცაღა მალევე გაგივლის წყენა
იფიქრებ: „ნათქვამი ეხლავე ვიწამო? თუ ცოტა ხანი ვაწვალო კიდე?“ იკითხავ: „ვკამატობთ“, „ნეტავი რის გამო?“ მიხვდები ცოდვები ტყუილად ამკიდე
მე გაგაჩერებ რაღაც მაქვს სათქმელი, სანამ ეს გული დადარდიანდა: „ძვირფასო ნუ ბრაზობ მაჭამე საჭმელი სულ ათი წუთი დამაგვიანდა“
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|