ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2013


გაშალე ფრთები

ნაზო პეპელავ,
რად შეყუჟულხარ
ბაკანში კუსებრ,

რად შეგიკეცავს ლამაზი ფრთები
და ამ სამყაროს
სევდიანი თვალებით უმზერ.

ორ ამოსუნთქვას,
ნაჩუქარს შენთვის,
თუ შეეგებე სილაღით, ფრენით,

მაშ მოიცილე მძიმე ბაკანი
და ბოლოჯერაც ამოისუნთქე
გაშლილი ფრთებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები