| ავტორი: ნუცი ჟანრი: პროზა 4 ნოემბერი, 2013 |
ამ სამყაროში დრო ლოცვისაა. სული უფალთან მიახლებას ლამობს. ყოველ ალიონს, ცარიელ ჭურჭელ-სხეულს ვახვედრებ უფალს, რათა ავივსო მისი მადლით. არ ვიცი რა დღეა, რა რიცხვი. ვიცი რომ 200.. რომელიღაც წელია. ფერისცვალების მერე სუსხი შეეპარა გერგეთზე ჰაერს. მამა გიორგი შემოვიდა ოთახში. თითქმის ჩამქრალ ბუხარს შეშა დაუმატა და ძლიერად შეუბერა სული. ჩამოჯდა. ლოცვა ჩაიკითხა, პირჯვარი გადამსახა და ჩემი აღსარების მოსასმენად მოემზადა. 14 წლის ვიყავი პაპამ თავისი განუყვრელი მეგობრის ღეეზის მოსანახულებლად რომ ჩამიყვანა დუისში. პირველად როგორც ზრდასრულ კაცს, მაშინ ჩამომართვეს ხელი, თან ისე ძლიერად, კარგახანი მიბჟუოდა ზურგს უკან დამალული მარჯვენა ხელის თითები. - ეს მოგსწრებია შვილიშვილი დავით, კაცია უკვე! ამისაგან კარგი ვაჟკაცი დადგება და არ შეარცხვენს გვარს. – ღეეზი იღიმებოდა და თვალებში მიყურებდა საოცარი მზერა ქონდა ამ კაცს, მაშინაც კი, როცა ბაბუა აღარ იყო და თავადაც ღრმად მოხუცი გახდა, ის მზერა არ გაქრობია თვალებიდან. ეს იყო ამაყი,თავისუფალი, შინაგანად ძლიერი ადამიანის გამოხედვა, რომელიც ერთ ადგილს გაჯაჭვავდა წამიერად და თუ თავადაც ასეთი არ იყავი, თვალს თვალში ვერ გაუყრიდი. მერე და მერე აღმოვაჩინე, რომ პატარა ბავშვებსაც კი მსგავსი გამოხედვა ჰქონდათ ახლომახლო სოფლებში და ასაკთან ერთად უფო ემსგავსებოდნენ ღეეზ პაპას. სტუმრობა დუისში , ჩემთვის ნამდვილ თავგადასავლად იქცა. მაოცებდა ყველაფერი: სოფლის სიმშვიდე, ქალაქელებისაგან საოცრად განსხვავებული ბავშვები, დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ. მიკვირდა რატომ მღეროდნენ დაკრძალვის დროს ქალები ნაზმან ლოცვებს. მათ მოულადზე, მეც ველოდი ჩემს რიგს, რათა ლოცვის დამთავრების მერე ტკბილეული შემხვედროდა და მაოცებდა ღეეზ პაპას შვილიშვილია ასია. ქერა, ცისფერთვალება, კალმით ნახატი პატარა გოგო, რომელიც ჯიუტიც იყო, თავნება, მოხერხებული, ჭკვიანი და საოცრად გულთბილი. მახსოვს ალაზნის პირას ცხენებით ჯირითი მოაწყვეს ჩემზე უფროსმა ბიჭებმა. ვგრძნობდი რამზანი და მუსლიმი ასიას ყურადღების მისაქცევად ტყავში ძვრებოდნენ. ასია სულ რაღაც თორმეტი წლის იქნებოდა მაშინ. აი იმ ასაკში, ბავშვობა რომ არ ეთმობა და დიდობა თავისკენ ექაჩება, როგორც მაშინ ის ორი ექაჩებოდა ყურადღებისაკენ. ასია ჩემს წინ იდგა , ზურგით ჩემსკენ და შეგროვებულ ბაბუაწვერებს სათითაოდ უბერავდა სულს, რომლის ყვავილებს მე მაყრიდა სახეში მინდვრის ნიავი. ადგილიდან არ ვიძვროდი.ვერაფერს ვხედავდი ორი რამის გარდა, ეს იყო სპეროზა და ქისტის პატარა ქალი ასია. - სტუმარო, მოდი შემეჯიბრე- მუსლიმის ხმამ მოქნეული ხანჯალივით დასერა ჩემი სიმშვიდე, მოგვიანებით კი მოუშუშებელი ჭრილობა დაადო ჩემს გულს. ოდნავ შიშჩამდგარი მიყურებდა ასიას ლურჯი თვალები, მაშინაც კი, როცა ცხენიდან გადმოვვარდი და ფეხი ქვაზე დავიზიანე. - ტირილს ხომ არ აპირებ სტუმარო? – ამაყად იჯდა გამარჯვებული მუსლიმი ცხენზე და ზემოდან დამყურებდა. ასიამ ბავშვების რკალი გაარღვია. ჯერ ჩემს ფეხს დახედა, მერე მუსლიმს ახედა და ხმამაღლა თქვა: - ვაჟკაცები არ ტირიან მუსლიმ! იმ წუთებში მერჩია ოღონდ ცხენს არ გადმოვეგდე და ფეხი საერთოდ არ მქონოდა. მეორე დღეს, ქალაქში გამომგზავრებამდე, მუსლიმმა ძმობა მითხრა და მეც შევფიცე. წლების შემდეგ, აფხაზეთის ომში, ათი ქართველი ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო გადაარჩინა ჩემმა ძმადნაფიცმა საკუთარი სიცოცხლის ფასად. იმ ათიდან ერთი მე ვიყავი. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, სახლის ნანგრევებს რომ ვაფარებდით თავს და ველოდებოდით ბრძანებას იერიშზე გადასვლისათვის. საუბარი გამიბა: - მიწის სუნი მცემს დავით, სიკვდილის გემოს ვგრძნობ ყელში. – ამას ისე მშვიდად ამბობდა იფიქრებდი ამდენი უბედურების მნახველი ჭკუიდან შეიშალაო. - ყველას ეს სუნი გვცემს ახლა მუსლიმ, მთავარია ერთად ვართ- ვუთხარი და ვეცადე თვალებში არ შემეხეა. - ქისტის ქალია დავით აისა და უნდა ეცადო გაუშვა შენი სულიდან. ის არ გათხოვდება ქრისტიანზე. გესმის?- დამაშტერდა. ვგრძნობდი რომ სახეს მიყინავდა მისი მზერა. მას ერთხელაც არ ჩამოუგდია ამ წლების განმავლობაში ასიაზე სიტყვა. მინდოდა რაც ძალა მქონდა მეღრიალა. მისთვის თვალებში ჩამეხედა და მომეთხოვა ეთქვა სიმართლე, რატომ მოითხოვდა ამას ჩემგან. ნუთუ მასაც უყვარდა იგი? მაგრამ ხმაური ვერ შევძელი, ისევ ვერაფერი ვუთხარი მას. მხოლოდ თუთუნი შევახვიე ქაღალდში და გავაბოლე. ჩამოვარდნილ მდუმარებას არღვევდა შორიდან მოსული შეუჩერებელი სროლის ხმა. -მუსლიმ გიყვარს ასია?-ამ სიტყვების თქმა უდიდესი სატანჯველი იყო ჩემთვის, თუმცა უკითხავადაც ვერ შევძლებდი მოსვენებას. მუსლიმს ჩაეცინა. ჯერ ჰორიზონტს გახედა, მერე მიწისაკენ დაღუნა თავი და ბეჭზე ხელი დამადო. - მე ჩვენი ძმობა მიყვარს დავით! სასიკვდილო სარეცელზე მუსლიმის ბოლო სიტყვა ასია იყო. ის მას ეძახდა ზუსტად ისე, როგორც ბორბალოს მთებში, ალაზნის სათავესთან, ჩამოცვენილ ქვებზე ქუციკივით გადავლებულ პატარა ქისტის გოგოს უძახდა წლების უკან ,,ჰუმა მა ლოზ ილაჰ ასია” (არ იტკინო რამე ასია). სახლში რომ მიეტანათ მისი ცხედარი, ნაზმანს უმღერებდნენ დაკრძალვისას ქისტის ქალები. დედა რომ ჰყოლოდა, ყოველ ხუთშაბათ საღამოს მისი სულისათვის დამცხვარ ჭაბილგებს მეზობლებს გაუნაწილებდა. - თითქოს მიივიწყეს ჩეჩნეთის ომის მერე ნაზმან-ლოცვები და აღარ მღერიან ქისტის ქალები დაკრძალვის დროს-თვალებში ჩამდგარ ცრემლებს არ მისცა გადმოსვლის საშუალება ასიამ. თავსაფარი შეისწორა და მცხეთაში ეკლესიასთან მდგომ ყველა მთხოვნელს წყალობა მისცა, ოღონდ მუსლიმის გარდა იმდენ სახელს ბუტბუტრბდა მისი ტუჩები, რომ მიწას დავაჩერდი და მერე ცას ავხედე. - ვთხოვდები. რამზანმა სთხოვა ჩემი ხელი მშობლებს- თავჩაღუნული იდგა ასია ჩემს წინ და თავსაფრის ბოლოს თითებით ეძიძგილავებოდა. ეს ქმედება და დუმილი გასცემდა მის გრძნობას ჩემდამი. სხვა მხრივ ის ყინულის სიცივეს აფრქვევდა და სპეროზასავით დიადი და სპეტაკი იყო. ვერაფერს ვგრძნობდი. კარგახანი საერთოდ დავიკარგე დროში, ისე თითქოს საერთოდ არ არსებობდა იგი. მუსლიმი დამესიზმრა. უფრო სწორად მომეჩვენა, ან ხმა მომესმა მისი. ,,წამალს შეეშვი ჩვენს ძმობას გაფიცებო!”- ამას მიმეორებდა. მონასტერში ამიტომაც წამოვედი. ამ სამყაროში ჩემთვის დრო, ლოცვისაა. სული უფალთან მიახლოებას ლამობს. ყოველ ალიონს ცარიელ ჭურჭელ-სხეულს ვახვედრებ უფალს, რათა ავივსო მისი მადლით. არ ვიცი რა დღეა, რა რიცხვი. მე ბერი ვარ. დიდება უფალს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მომეწონა კარგია. შინაარსობრივად საინტერესო თემაა და ლამაზად მოთხრობილი, ვიცნობ ქისტებს , დუისშიც ვიყავი,, ძალიან ამაყი და გამტანი ხალხია. შენიშვნა არა და შეკითხვა მაქვს, ეს შეკითხვა ნაწარმოების შეფასებას ხელს არ შეუშლის, უბრალოდ მე მაინტერესებს, როგორც მკითხველს
ზოგან " ღვეეზი " წერია, ზოგან " რეეზი " სხვადასხვა პიროვნებაა თუ ... მერე "მეც ველოდი ჩემს როგს" "დედა რომ ყოოდა" - რა არის ეს
მომეწონა კარგია. შინაარსობრივად საინტერესო თემაა და ლამაზად მოთხრობილი, ვიცნობ ქისტებს , დუისშიც ვიყავი,, ძალიან ამაყი და გამტანი ხალხია. შენიშვნა არა და შეკითხვა მაქვს, ეს შეკითხვა ნაწარმოების შეფასებას ხელს არ შეუშლის, უბრალოდ მე მაინტერესებს, როგორც მკითხველს
ზოგან " ღვეეზი " წერია, ზოგან " რეეზი " სხვადასხვა პიროვნებაა თუ ... მერე "მეც ველოდი ჩემს როგს" "დედა რომ ყოოდა" - რა არის ეს
14. სამწუხაროა რომ გამომრჩა. სასიხარულოა, რომ წავიკითხე. რაღაც პატარა შენიშვნა კი მაქვს, ოღონდ ინდივიდუალირია და ამიტომ არაფერს ვეტყვი. ზოგს ისე, მოეწონებოდა და ზოგს - ასე. რაც მთავარია გამართული, გაწაფული, აზრიანი და საინტერესო ნაწერია. ამიტომაც ქება ავტორს და ალალი 5. სამწუხაროა რომ გამომრჩა. სასიხარულოა, რომ წავიკითხე. რაღაც პატარა შენიშვნა კი მაქვს, ოღონდ ინდივიდუალირია და ამიტომ არაფერს ვეტყვი. ზოგს ისე, მოეწონებოდა და ზოგს - ასე. რაც მთავარია გამართული, გაწაფული, აზრიანი და საინტერესო ნაწერია. ამიტომაც ქება ავტორს და ალალი 5.
13. ამ თემაზე არაფერს ვიტყვი, მხოლოდ რავო ავტორს და ჩემგანაც +5 ამ თემაზე არაფერს ვიტყვი, მხოლოდ რავო ავტორს და ჩემგანაც +5
12. "-ქისტის ქალია დავით ასია და უნდა ეცადო გაუშვა შენი სულიდან. ის არ გათხოვდება ქრისტიანზე. გესმის?- დამაშტერდა. ჩამოვარდნილ მდუმარებას არღვევდა შორიდან მოსული შეუჩერებელი სროლის ხმა. -მუსლიმ გიყვარს ასია?-ამ სიტყვების თქმა უდიდესი სატანჯველი იყო ჩემთვის, თუმცა უკითხავადაც ვერ შევძლებდი მოსვენებას. მუსლიმს ჩაეცინა. ჯერ ჰორიზონტს გახედა, მერე მიწისაკენ დაღუნა თავი და ბეჭზე ხელი დამადო. - მე ჩვენი ძმობა მიყვარს დავით!" + + +
ნუცი, აღვფრთოვანებული ხუთი ქულა შენ! ძალიან კარგი ხარ და "ჰუმა მა ლოზ ილაჰ"
ბრავო. "-ქისტის ქალია დავით ასია და უნდა ეცადო გაუშვა შენი სულიდან. ის არ გათხოვდება ქრისტიანზე. გესმის?- დამაშტერდა. ჩამოვარდნილ მდუმარებას არღვევდა შორიდან მოსული შეუჩერებელი სროლის ხმა. -მუსლიმ გიყვარს ასია?-ამ სიტყვების თქმა უდიდესი სატანჯველი იყო ჩემთვის, თუმცა უკითხავადაც ვერ შევძლებდი მოსვენებას. მუსლიმს ჩაეცინა. ჯერ ჰორიზონტს გახედა, მერე მიწისაკენ დაღუნა თავი და ბეჭზე ხელი დამადო. - მე ჩვენი ძმობა მიყვარს დავით!" + + +
ნუცი, აღვფრთოვანებული ხუთი ქულა შენ! ძალიან კარგი ხარ და "ჰუმა მა ლოზ ილაჰ"
ბრავო.
11. ნეტავ მეც შემეძლოს ასე ცხოვრება. მაშინებს ყოველდღიური ცოდვები, 5. ნეტავ მეც შემეძლოს ასე ცხოვრება. მაშინებს ყოველდღიური ცოდვები, 5.
10. კარგია. ექსპრესიული და ემოციურია. ტრადიციული ღირებულებებია წინ წამოწეული და რაც მთავარია შეუძლია მკითხველის გრძნობებზე იმოქმედოს. კარგია. ექსპრესიული და ემოციურია. ტრადიციული ღირებულებებია წინ წამოწეული და რაც მთავარია შეუძლია მკითხველის გრძნობებზე იმოქმედოს.
9. აღსარების უნებლიე მსმენელნი გავხდით.
"ჰუმალოზიდა" ლათინური სიტყვა მეგონა უცებ, რაღაც, ჰუმანურობასთან დაკავშირებული და თითქმის ასეც ყოფილა- "არ იტკინო".
რამხელა და რამდენი ისტორიაა ჩატეული ამ პატარა მოთხრობაში.
აღსარების უნებლიე მსმენელნი გავხდით.
"ჰუმალოზიდა" ლათინური სიტყვა მეგონა უცებ, რაღაც, ჰუმანურობასთან დაკავშირებული და თითქმის ასეც ყოფილა- "არ იტკინო".
რამხელა და რამდენი ისტორიაა ჩატეული ამ პატარა მოთხრობაში.
7. ბევრი რამ თქვა ამ მოთხრობამ. ჩვენს ყოფაზე, მათ ყოფასა და ადათებზე. ურთიერთობებზე. ზღვარზე. სისუფთავესა და ბავშვური სურვილების "შენახვაზე". ჩაიტია ისტორიული მტკივნეული მოვლენაც და ჩანს ჩვეულებივი ადამიანების ცხოვრებაზე ასახული ეს მოვლენა როგორს ტოვებს კვალს.
და ბოლო გზა. ბოლო არჩევანი. ბევრი რამ თქვა ამ მოთხრობამ. ჩვენს ყოფაზე, მათ ყოფასა და ადათებზე. ურთიერთობებზე. ზღვარზე. სისუფთავესა და ბავშვური სურვილების "შენახვაზე". ჩაიტია ისტორიული მტკივნეული მოვლენაც და ჩანს ჩვეულებივი ადამიანების ცხოვრებაზე ასახული ეს მოვლენა როგორს ტოვებს კვალს.
და ბოლო გზა. ბოლო არჩევანი.
6. გამარჯობა, ნუცი.
"ურაკი" ამ ბოლოს "არ მწყალობს". არც პმ-ს მაგზავნინებს და კომენტარსაც რამოდენიმე ცდის შემდეგ ძლივს ვწერ. იქნებ ფბ-ზე მომწეროთ. :( გამარჯობა, ნუცი.
"ურაკი" ამ ბოლოს "არ მწყალობს". არც პმ-ს მაგზავნინებს და კომენტარსაც რამოდენიმე ცდის შემდეგ ძლივს ვწერ. იქნებ ფბ-ზე მომწეროთ. :(
4. მადლობა ყველას, ვინც არ იზარებს და კითხულობს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ჩემთვის. მადლობა ყველას, ვინც არ იზარებს და კითხულობს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ჩემთვის.
3. საინტერესოა და ემოციური... ვისურვებდი ნაწერი მეტად მოცულობითი ყოფილიყო და ამ ერთ ისტორიაში ჩატეული პატარა ისტორიებიც მოეთხრო ავტორს. საინტერესოა და ემოციური... ვისურვებდი ნაწერი მეტად მოცულობითი ყოფილიყო და ამ ერთ ისტორიაში ჩატეული პატარა ისტორიებიც მოეთხრო ავტორს.
2. არაფრისმთქმელი-5. არაფრისმთქმელი-5.
1. ძალიან საინტერესოა, მომეწონა ძალიან საინტერესოა, მომეწონა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|