ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2008


შენ,მიმავალი

რა ავდარია!
ფანჯრიდან გხედავ.
მიხვალ და პირქარს მიაპობ ურჩად.

უსიხარულო
და უკაცური
ამავსე,როგორც ნაბიჯმა - ქუჩა.

გადაგიყვარე
დიდი ხანია,
მაგრამ მაინც რომ ვეღარ გელევი!

თვალს მიეფარე.
ფანჯრის მინაზე
მისისინებენ წვიმის გველები.

1980
/კრებულიდან ''ახალდედები'',თბ.,1987/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს