ნაწარმოებები



ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2021


თუ მაინც

ნუღარ მიყურებ თვალებში, ნუღარ,
სავსეა ცრემლით, ტკივილით, დარდით,
ნუ მეუბნები ასეთი ნუ ხარ,
გახდი ისეთი, როგორიც მყავდი.

ეჰ, წინათ, წინათ ვუსმენდი მუზებს
და შენც გიცქერდი სხვაგვარი კდემით,
ახლა კი ახლა წვიმის ხმას ვუსმენ,
მაგრამ ყოველ შენს ტკივილზე ვკვდები.

თუ მაინც წახვალ სადმე გულს იქით,
თუ მაინც შევსვი ტრფობის ფიალა,
მაშინ გჯეროდეს, რომ სულით მოვკვდი,
ამ გრძნობამ კი არ გადამიარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები