ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტ ა ტ ო
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2013


პროფილი

უკვე მივხვდი რომ ვცდებოდი აქ მე,
რომ არ ვფიქრობდი, ვგავდი ამებას,
როდესაც ვთვლიდი, რომ ჩემი საქმე,
თითქოს არ იყოს დაპროგრამება.

მე პროგრამისტად თავს არ ვთვლი ეხლაც
და მითუმეტეს პოეტიც არ ვარ,
არც ის მიცდია თავში ქვა მეხლა,
თუმცაღა არც იმ სტუდენტ ბიჭს ვგავარ

უსაქმურად რომ ერია ერში
რომელიც თავში წიგნს არ იხლიდა.
ჰოდ დოგს იგებდა ერთ ხელ ჯოკერში
და გრანტის გამო ფულს რომ არ იხდიდა

სწავლაში,  თუმცა რა სწავლა ერქვა
როდესაც ახალს ვერაფერს იძენს,
არაყის ბოთლი ძმასავით ედგა
და არასოდეს ტოვებდა ფხიზელს.

უკვე მივხვდი რომ ვცდებოდი აქ მე,
რომ არ ვფიქრობდი, ვგავდი ამებას,
როდესაც ვთვლიდი, რომ ჩემი საქმე,
თითქოს არ იყოს დაპროგრამება.

ეხლა კი ვცდილობ, წვალებით ვწერ და...
ხან და ხან  ლექსებს, ხანაც პროგრამას,
უღელს შევები ვამრავლებ ერს და
ცოდნას ვუმატებ დღითიდღე ორ გრამს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები