ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
13 ნოემბერი, 2013


კედელთან ცხვირით

       
                                                    კედელთან, ცხვირით!
     
                                                ვუძღვნი ბელადის ,,დაბრუნებას.”
                                                                        ავტორი.
                           
                                    ტრაგიკული ამბავი
1918 წლის 26 მაისს  ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, საქართველოს და-
.მოუკიდებლობა გამოაცხადა. 28 მაიისს კი გერმანიამ სცნო დამოუკიდებელი საქართველო.
  სტალინი შაუმიანისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა: ,,საერთო პოლიტიკა ამიერკავკასიის სა-
კითხებში მდგომარეობს იმაში, რომ გერმანელები ვაიძულოთ საქართველოს, სომხეთისა და აზერ-
ბაიჯანის საკითხები ოფიციალურად აღიარონ რუსეთის შინაგან საკითხებად, რომელთა გადაწყვე-
ტაში გერმანელებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვცნობთ გერმანიის
მიერ ცნობილ საქართველოს დამოუკიდებლობას.”
  1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის ხელშეკრულება
დაიდო, რომლის თანახმადაც, რუსეთი ვალდებულებას იღებდა, ეღიარებინა საქართველოს დამოუ-
კიდებლობა, მისი სუვერენიტეტი და იძლეოდა თავდაუსხმელობის გარანტიას, რაც განპირობებუ-
ლი იყო იმით, რომ რუსებს სამხრეთში რთული ვითარება შეექმნათ. ვრანგელი მათ პოზიციებს გა-
მუდმებით ემუქრებოდა.
  მაგრამ, როგორც კი სამხრეთის ფრონტზე სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდა, მან
ავი მზერა ისევ კავკასიას მიაპყრო. კერძოდ საქართველოს.
  1921 წლის 11 თებერვალს, ღამით, არაქართული მოსახლეობით დასახლებულ პროვინცია ლო-
რეში, დაიწყო ე.წ. ,,აჯანყება.”
  14 თებერვალს ორჯონიკიძემ დეპოშით აუწყა მოსკოვს, რომ ,,ლორეში შეიქმნა რევოლუციური
კომიტეტი და ის შედის რუსეთის შემადგენლობაში, მისი მფარველობის ქვეშ.” (?!)
  15 თებერვალს ისევ გაიგზავნა დეპეშა კრემლში, ,,სასწრაფო დახმარების” აღმოსაჩენად, რად-
გან ჟორდანია-რამიშვილის დიდი სამხედრო შენაერთი მზად იყო ,,აჯანყების” ჩასახშობად ... იმ-
ავე დღეს რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ მოიწონა ორჟონიკიძის წინადადება და
გადაწყდა დახმარება.
  ლორეს რევკომმა იმის შიშით, რომ არ მოესწროთ საქართველოს სამხედრო შენაერთებს, 16 თებ-
ერვალს ბორჩალოში გადაინაცვლა, სადაც, აგრეთვე, უმეტესობა არაქართველო მოსახლეობა ცხო-
ვრობდა.
  ნაციონალისტური და ანტიქართული იდეების ქადაგებით მათ შეძლეს ბორჩალოს მოსახლეობის
გარკვეული ნაწილის გადაბირება ...
  ... 1921 წლის 25 თებერვალი. გიორგი (სერგო) ორჯონიკიძე უდეპეშებს მოსკოვს:
                   
            ,,ლენინს!  სტალინს!
                    ტიფლისის თავზე ფრიალებს წითელი დროშა!
                    გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!
                                          რევკომის თავმჯდომარე ს. ორჯონიკიძე.”
                                          . . .
  ვინ იცის, რამდენი ორჯონიკიძე ჩაგსაფრებია, საქართველოვ! რამდენი ,,ამხანაგი სერგო.” როგორ
სულმოუთქმელად ელოდება თავის უდღეურ ,,დღეს,” თეძოზე დაკიდებული მაუზერით და გალიფე
შარვლით, თავში უკუღმა ჩადებული ტვინით და ბოროტი ოცნებით ...
  გულიანად ხარხარებდა ყორღანაშვილის აკვნისთავზე შემომჯდარი მაჯლაჯუნა ...
  გიორგი სააკაძის აკვანში გაზრდილი გორელი ,,მზეჭაბუკი” ლაღად უმღერდა საქართველოს:
                        ,,აყვავდი ტურფა ქვეყანავ! ილხინე ივერთ მხარეო!
                        და შენც, ქართველო! სწავლითა, სამშობლო გაახარეო.”
  ცოტნეს ცარიელი აკვანი, დედაბოძის კაუჭზე ჩამოეკიდა ქართულ ჯიშს, რადგან ბედისწერას
მუცლადღება აეკრძალა მისთვის.
  დიადი სოსელოს ,,დიად” მიზანს, მსხვერპლად შეწირვოდა, პატარა საქართველოს ,,დიადი” მი-
ზანი ... თავისუფლება ...
  ... ,,წითელი ბინდი” მოიწევდა კავკასიონის მხრიდან საქართველოს ცისგვამზე ...
  ... სისხლისფერი ბინდი ...


                                    დაუჯერებელი ამბავი
  მაუზერმომარჟვებულმა ტყავისქურთუკიანმა,  მღვდელს მუჯლუგუნი წაჰკრა და შეუკურთხა:
  - თხაწვერა მამაო! გააღე ეკლესია.
  მღვდელმა ანაფორის შიგნიდან მოზრდილი გასაღები ამოიღო, ტყავისქურთუკიანს შეხედა და უთ-
ხრა:
  - ეკლესიაში იარაღით შესვლა დიდი ცოდვაა! წინაპრების ადათს ნუ დაარღვევ, შვილო!
  - ვინ არის შენი შვილი? შე ბნელეთის მოციქულო? - მან მამაოს მაუზერის ლულა ფერდში აძგე-
რა - მიდი, გააღე!
  მოხუცს ტკივილმა გონება დაუბინდა, მაგრამ თავს მოერია და არ დაიჩოქა. მერე ხელი მოიქნია
და გასაღები ღრმა ხევში მოისროლა.
  - სატანის მიმდევრის ადგილი ეკლესიაში არ არის - მიახალა მოძალადეს.
  - არც შენი ადგილია ჩვენს შორის ...
  მღვდელს მაუზერის კონდახი კეფაში მოხვდა. გატეხილი თავიდან სისხლმა ამოჩქება. წაიჩოქა და
მიწაზე გაიშხლართა.
  ტყავისქურთუკიანმა შორიახლოს შექუჩებულ წითელარმიელებს უღრიალა:
  - ხევში ჩადით და გასაღები მოძებნეთ.
  წითელარმიელები სირბილით დაეშვნენ ქვემოთ. მათაც დაენახათ, როგორ მოისროლა გასაღები
მღვდელმა.
  გზაზე მხედარი გამოჩნდა ... დაოთხილი ცხენი ჭენებით შემოაგელვა ეკლესიის ეზოში. ტყავის-
ქურთუკიანი მიეჭრა. აღვირზე უტაცა ხელი. ცხენი ადგილზე გაქვავდა.
  მოსულმა მარჯვენა ფეხი აიქნია და უნაგირს გადმოევლო:
  - ამხანაგ კობას სალამი! – თქვა ტყავისქურთუკიანმა.
  - ო-ო! ამხანაგ სერგოს ვახლავარ! – მიუგო მხედარმა და ჰკითხა - როგორ გაქვს საქმე? - მერე
კი ხელი გაუწოდა ... თვალი სისხლში მოფართხალე მღვდლისკენ გაექცა.
  - კარგად! - თქვა ამხანაგმა სერგომ და ხელი ჩამოართვა - აგერ ეკელსია და აგერ მღვდელი ...
სატანა ცოტათი გაგვიძალიანდა - თქვა მღვდელზე - მაგრამ ვასწავლე ჭკუა.
  ორთავე სულთმობრძავს წამოადგა თავზე.
  - ცოცხალია? - იკითხა მხედარმა.
  - არ ვიცი! ... იყო ცოცხალი! – გამოსცრა ტყავისქურთუკიანმა.
  ამხანაგი, კობა გაღიზიანდა:
  - ეგ მაუზერი, რა ჯანდაბად გკიდია გვერდზე? ... სისხლისა ხომ არ გეშინია?
. ამხანაგი სერგო წამოწითლდა. შენიშვნა იწყინა. ასეთი რამ ჯერ არავის უკადრებია. მას, მგზნე-
ბარე ბოლშევიკს, სისხლის კი არა, ღმერთისა არ ეშინოდა, არავისი არ ეშინოდა ... არა, მხოლოდ 
ბელადის შიში გააჩნდა. ქვეშეცნეული შიში, რომელიც მუდამ თან სდევდა და ვერაფრით მოიშორა.
... გამოდის, ღმერთზე დიდი ყოფილა ბელადი ... ჰო! ღმერთზე დიდი! ...
  მაუზერი ფეხზე შეაყენა:
  - ვესროლო? - აიღო ნებართვა.
  - რა სულელივით მეკითხები? - გაწყრა კობა – ხალხი ნიკოლოზადან თვლით ჩავიბარე? ... რაც
ცოტანი ვიქნებით თავს უკეთ გამოვიკვებავთ ...
  ბოლო სიტყვები გასროლის ხმამ შთანთქა. შეშინებული ყვავი ყრანტალით აფრინდა ბუძგიდან.
ამხანაგმა სერგომ მაუზერი ბუდეში შეინახა:
  - ეკლესიას რა ვუყოთ? - იკითხა ყრუდ.
  კობამ თავი დახარა და ღმერთს ჩურჩულით შენდობა სთხოვა. მერე, ამხანაგ სერგოს! პასუხი გა-
სცა:
  - გამოგვადგება. ან სკოლას გავხსნით, ან საჯინიბოს ... ეტყობა მკვიდრი შენობაა.
  სერგომ ქურთუკი შეისწორა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. ანაზდად თვალი ცხედრისკენ
გაექცა ... რა ზუსტად უსვრია, თვალსა და თვალს შუა. ზედ შუბლის ჩაღრმავებასთან.
კობამ ნასროლი არც კი შეუქო ... ასეა, მუდამ გველაძუობს და უფროსობს. სხვისი არაფერი მოს-
წონს ... ქართველი არ იყოს? ... ძალას აჩვენებდა ...
  ფიქრიდან კობას სიტყვებმა გამოიყვანა:
  - ჩამოდი ზეციდან, სად ეშმაკებში დაფრინავ? ახლა ამათი გლოვის დრო არ გვაქვს. შემდეგი
ვინ უნდა იყოს ამაზე იფიქრე.
  ... ,,შემდეგი”? ... ვინ იცის შემდეგი ვინ უნდა იყოს?! ... ეს ცხოვრება ხომ დასწრებაზეა? ... კე-
  დელთან ვინ დადგება ცხვირით, მხოლოდ უფალმა იცის ...
    ... ჰო! ... უფალმა! ...
    ... ისევ, ეს უფალი! ...
    ... ამხანაგ სერგოს გესლიანად გაეღიმა ...

                                                                თემური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები