ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2013


ვიფიქრე

ეტყობა მე ისე არ ვიღლები,
როგორც ჩანს უკვე აღარ მღლიან -
ადამიანები (წერტილები)
და სასვენ ნიშანთა კოლექცია.
შენთვის ნათქვამი მძიმეები,
ცაზე დაკიდული სახრჩობელა.
ახლა თვითმკვლელობა გვიანია,
რადგან გამთენია ახლოვდება-
დილა დაუფრთხებათ მზის ყვავილებს,
ნამს ვერ შეიშრობენ სამყურები.
ისე მომენატრე, რომ ფანჯრიდან
მე შენს ჯვრისწერასაც ვუყურებდი.

ოღონდ დამენახე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები