ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პროზა
18 ნოემბერი, 2013


ანანური

ისევ მყარად იდგა არცთუ ისე დიდი ტაძარი უგუმბათო და უკარებო. მხოლოდ კედლებითღა იყო შეკრული, ისევ ისე, როგორც საუკუნეების წინ. კედლებზე არსებული წმინდანების სახეები წაეშალა დროს. დარჩენილიყო
სიძველის ტაძრის ნანგრევებში და გაუგებარი სიმშვიდე ან სიჩუმე... საუკუნეების მტვერი დაეტია კედლებს და ამ სიჩუმეში მელაპარაკებოდა ყველა ქვა ამ კედლიდან. ვგრძნობდი, რომ თავისუფლად ვსუნთქავდი აქ, ამ უსულო ტაძრის ნანგრევებში.

ვიდექი დიდხანს და ვუსმენდი მკვდარი კედლების ჩივილს. ვისთვის უბრალოდ ერთი ტაძრის უსარგებლო ნანგრევები იყო და ვისთვის სუნთქვის წყარო. ვსუნთქავდი აქ ყველაზე თავისუფლად.

მერე დავინახე, რომ ფანჯრიდან, რომლის მინაც წლებს დამსხვრია, შემოსულიყო ეკლიანი მცენარე. გავიხედე გარეთ და ნანგრევების გარშემო ეს მცენარე იყო გამრავლებული... გული დამწყდა, მაგრამ შემოდგომას დავაბრალე. მერე ტაძარს შიგნით შემოსული ეკალი მოვწყვიტე და გადავაგდე.

მალე წამოვედი და დავტოვე არცთუ ისე დიდი ტაძარი უგუმბათო და უკარებო, მაგრამ მყარი კედლებით შეკრული და სიძველის სუნით სავსე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები