ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
19 ნოემბერი, 2013


George Byron - So we'll go no more a-roving

როგორც გვჩვეოდა, ვეღარ გავივლით
ამ გვიან ღამეს, უკვე ვეღარა.
თუმც არ დამჭკნარა მთლად ეს ყვავილი
და როგორც მთვარე - მოსჩანს ფერმკრთალად.

და როგორც ხმალი ცვეთს ქარქაშს - მისსას,
სულმაც გაცვითა უკვე ეს მკერდი,
გულმაც სიხშირე უნდა დაიცვას
და სიყვარულმაც ისვენოს გვერდით.

თუმც ღამე იქმნა სიყვარულისთვის, -
თენდება დილა ჩვეულზე ადრე,
ვეღარ გავივლით აწ უკუნითი,
რარიგ კაშკაშა აენთოს მთვარე.


http://www.poetryfoundation.org/poem/173101

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები