ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2013


უსათაურო

ვკითხულობ ორი დღეა ჭეშმარიტ დოგმებიან
დღიურს და მოვინდომე ტაძარში გამეთია,
შევაწყდი ბილიკებზე მე გულებს ბოღმებიანს,
გავგიჟდი,დავმუნჯდი და დამჩემდა აპათია...

დადიან მოხუცები დახეულ სამოსელით
იღიმის მეძავი და ქვითინებს ანგელოზი,
ერთ წამში შენი ცოდვის გულიდან ამოზელით,
ვერაფერს ვერ გააქრობ,თუნდ გქონდეს ავგაროზი...

დღე არის უმზეო და მთებია დათოვლილი,
მტკვარივით ამღვრეულა თვალები უძილარი,
წუხელის უწვიმია, მიწაა დატბორილი,
თითქოსდა პეიზაჟი დავხატე უცინარი...

ვკითხულობ დღიურებს და მაწუხებს ამბიცია,
კენტი მაქვს ერთი ღერი,არადა არ მჭირდება,
მე მხოლოდ მარტო ყოფნამ ყელამდე გამაცია,
ვხვდები რომ ეს ცხოვრება დღითიდღე შემცირდება...

ვიჩემებ პოეტობას, დამჩემდა სინანული,
მე კენტად ვიზრდები და დავკარგე ყველაფერი,
თან დამაქვს პოეტურად დიდძალი სიყვარული,
თქვენგან კი შევამჩნიე უბრალოდ არაფერი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები