| ავტორი: ტ ა ტ ო ჟანრი: პოეზია 21 ნოემბერი, 2013 |
ნუთუ ჩემი არსებობა სხეულს ასე ძლიერ გტკენდა, მე ხომ უბრალოდ მინდოდა შენთვის დამეძახა დედა.
მსურდა ჩემი და-ძმასავით მეც შემეგრძნო სითბო შენი, შენს კალტაში გამელია, ჩვილ ბავშობის წილი დღენი.
მეც მინდოდა, სამშობლოსთან მომეხადა ჩემი ვალი, მეც მინდოდა, რომ შემსხმოდა ნათლისღების წმინდა წყალი.
დედა ჩემი რომ გესმოდეს ან მხედავდე თუნდაც წამით, იქნებ მეც შეგყვარებოდი მეც ჩაგეკრე გულში ღამით.
დედი შანსი რომ მოგეცა იცი ვილოცებდი შენთვის, დედი გზას დაგანახებდი რომლის ბოლოც უფალს ერთვის.
დედი თავი შეიბრალე შვილის სისხლით ხელს ნუ ისვრი, მე მჭირდები სხვებზე მეტად სანაგვეზე ნუ მომისვრი.
გეხვეწები ნუ ჩაიცმევ შენ ეშმაკის ბინძურ ხალათს, დედი ჩემი მოკვლისათვის ფულს ნუ გადაუხდი ჯალათს.
მაპატიე თუკი ჩემი არსებობით რამეს გტკენდი, საუკუნო სიბნელისთვის გთხოვ ნუ გამიმეტებ დედი.
და თუ მაინც გადაწყვიტე რომ დამასო ბასრი დანა, მხოლოდ ერთს გთხოვ, მხოლოდ ერთხელ მეც მიმღერე იავნანა.
დედი მე შენ ვერასოდეს ვერ ჩაგიწნავ თმაში იებს, მე გპატიობ, მთავარია უფალი თუ გაპატიებს...
ტ.წაქაძე 21.11.2013
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ამბობენ რომ იდეალური არაფერია მაგრამ ამ ლექსის წაკითხვისას ვიგრძენი რაღაც იდეალურობის მაგვარიი :**** მე ხომ უბრალოდ მინდოდა შენთვის დამეძახა დედა. <333 ამბობენ რომ იდეალური არაფერია მაგრამ ამ ლექსის წაკითხვისას ვიგრძენი რაღაც იდეალურობის მაგვარიი :**** მე ხომ უბრალოდ მინდოდა შენთვის დამეძახა დედა. <333
15. მტკივნეულია!
მტკივნეულია!
14. მტკივნეულია!
მტკივნეულია!
13. სამწუხარო რეალობაა:( ++ სამწუხარო რეალობაა:( ++
12. თემა აქტუალურია დღეს მსოფლიოს წინაშე, როგორც სამედიცინო ისე რელიგიურად ! თუმცა ამ ლექს პოეზიასთან შეხება არ აქვს, თემა აქტუალურია დღეს მსოფლიოს წინაშე, როგორც სამედიცინო ისე რელიგიურად ! თუმცა ამ ლექს პოეზიასთან შეხება არ აქვს,
11. თემას, ორი ხელით ვუჭერ მხარს. შესრულებას - ცალით. აი, სათაური რამდენად შეესაბამება ტექსტს ( ლოცვა მაქვს მხედველობაში), ამაზე ხელი ვერ ამიწევია. თემას, ორი ხელით ვუჭერ მხარს. შესრულებას - ცალით. აი, სათაური რამდენად შეესაბამება ტექსტს ( ლოცვა მაქვს მხედველობაში), ამაზე ხელი ვერ ამიწევია.
10. პირველად,დიდი ხნის წინ, როცა ფეხმძიმედ ვიყავი, ბავშვი დავკარგე. ის ახლა ოცზე მეტი წლის იქნებოდა....მე ის არასდროს მინახავს, არადა მე მას სახელიც კი დავარქვი. მე ხშირად იმ უნახავ შვილს ველაპარაკები , რადგან ვიცი, მას ვერ ვნახავ ვერასდროს... ის ჩემი სიყრმის შვილი უნდა ყოფილიყო და პირველი ნაყოფი ჩემი მუცლისა. ღმერთმა მე იგი უნახავად და დაუბადებლად წამართვა. ვიცი, რომ ცხოვრების კანონზომიერება წინასწარაა გადაწყვეტილი, რადგან , რომ დაბადებულიყო ის, არ დაიბადებოდა ჩემი უფროსი ვაჟი. თუმცა... ეს " თუმცა" ყველაზე მეტად მაფორიაქებს.
ღმერთის ნებაა ყველაფერი
პირველად,დიდი ხნის წინ, როცა ფეხმძიმედ ვიყავი, ბავშვი დავკარგე. ის ახლა ოცზე მეტი წლის იქნებოდა....მე ის არასდროს მინახავს, არადა მე მას სახელიც კი დავარქვი. მე ხშირად იმ უნახავ შვილს ველაპარაკები , რადგან ვიცი, მას ვერ ვნახავ ვერასდროს... ის ჩემი სიყრმის შვილი უნდა ყოფილიყო და პირველი ნაყოფი ჩემი მუცლისა. ღმერთმა მე იგი უნახავად და დაუბადებლად წამართვა. ვიცი, რომ ცხოვრების კანონზომიერება წინასწარაა გადაწყვეტილი, რადგან , რომ დაბადებულიყო ის, არ დაიბადებოდა ჩემი უფროსი ვაჟი. თუმცა... ეს " თუმცა" ყველაზე მეტად მაფორიაქებს.
ღმერთის ნებაა ყველაფერი
9. შვილი მარტო დედისაა ანუ? :) ტატო კარგი ბიჭი ხარ მაგრამ ძალიან ზედაპირულად მსჯელობ. შვილი მარტო დედისაა ანუ? :) ტატო კარგი ბიჭი ხარ მაგრამ ძალიან ზედაპირულად მსჯელობ.
8. დედი მე შენ ვერასოდეს ვერ ჩაგიწნავ თმაში იებს, მე გპატიობ, მთავარია უფალი თუ გაპატიებს... :((( არც უფალი:(( დედი მე შენ ვერასოდეს ვერ ჩაგიწნავ თმაში იებს, მე გპატიობ, მთავარია უფალი თუ გაპატიებს... :((( არც უფალი:((
7. დედას თუ შვილის გაჩენა უნდა არამგონია ვინმემ, თუნდაც ქმარმა აბორტის გაკეტება აიძულოს :) დედას თუ შვილის გაჩენა უნდა არამგონია ვინმემ, თუნდაც ქმარმა აბორტის გაკეტება აიძულოს :)
6. მამას ერთი სიტყვაც არა ხო? :) მამას ერთი სიტყვაც არა ხო? :)
5. მინდა ყველა დედამ იცოდეს რომ ეს დიდი ცოდვაა. იქნებ ერთი ბავშვის სიცოცხე მაინც გადავარჩინო ამ ლექსით. მინდა ყველა დედამ იცოდეს რომ ეს დიდი ცოდვაა. იქნებ ერთი ბავშვის სიცოცხე მაინც გადავარჩინო ამ ლექსით.
3. დედისადმი მიძღვნილი ყველა ლექსი დიდია. ++ დედისადმი მიძღვნილი ყველა ლექსი დიდია. ++
2. დედი მე შენ ვერასოდეს ვერ ჩაგიწნავ თმაში იებს, მე გპატიობ, მთავარია უფალი თუ გაპატიებს... ++ დედი მე შენ ვერასოდეს ვერ ჩაგიწნავ თმაში იებს, მე გპატიობ, მთავარია უფალი თუ გაპატიებს... ++
1. +++++ არაჩვეულებრივია +++++ არაჩვეულებრივია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|