ჩემო იმედო, ნახე მოთოვა, ჩვენი სახლი კი ისევ თბილია, ახლაღა მივხვდი,შემოდგომისას რომ ერთგულება დალოცვილია.. ვერა დაგვაკლო ცივმა ზამთრებმა (რომ გვაღელვებდა სამ თვეს ერთბაშად), ჩვენს ფიცრის კერას,ოდნავ შელახულს ვერც კი დავთმობდი იცი?ვერაფრად... ჩემო ძვირფასო, უნდა გიამბო, როგორ უყვარდი შენს მოხუც წარსულს, როგორ სწავლობდა ქალურ მოქცევას როცა ღიმილით ეძახდი "ბავშვურს". როგორ გელოდა სახლში მომავალს, როგორ ამკობდა დაორთქლილ მინას. დილით ღიმილით,შენს მიღმა მდგარი შენს გასავლელ გზას რომ სწერდა პირჯვარს.. ჩემო იმედო,მშვიდად ვარ მაინც, რაც კი გაგვაჩნდა-ჩვენით შევქმენით, ჩვენი შვილები შეძლებენ იმას, რაც ჩვენ გამოგვრჩა..რაც ვერ შევძელით.. ჩვენ კი ჩავკიდოთ მოხუცო ხელი, გაგითბო გული,მე რომ მომანდე ჩვენი ცხოვრების გაზაფხულიდან უკვე მიწურულ შემოდგომამდე...
ჩემო იმედო, ნახე მოთოვა.
/ინსპირაცია/
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. :)) მადლობელი. :)) მადლობელი.
6. ჩვენ კი ჩავკიდოთ მოხუცო ხელი, გაგითბო გული,მე რომ მომანდე ჩვენი ცხოვრების გაზაფხულიდან უკვე მიწურულ შემოდგომამდე...
ამბობენ: სიბერეში სიყვარული უფრო ტკბილი ყოფილაო. ა, ბატონო მშვენიერი ლექსიც. დასტური! ჩვენ კი ჩავკიდოთ მოხუცო ხელი, გაგითბო გული,მე რომ მომანდე ჩვენი ცხოვრების გაზაფხულიდან უკვე მიწურულ შემოდგომამდე...
ამბობენ: სიბერეში სიყვარული უფრო ტკბილი ყოფილაო. ა, ბატონო მშვენიერი ლექსიც. დასტური!
5. კარგია და წარმატებები++ კარგია და წარმატებები++
4. ოთარ,მეც რომ მიხყვარხარ კარგად იცი <3 ოთარ,მეც რომ მიხყვარხარ კარგად იცი <3
3. კარგი გოგო ხარ შენ და მიყვარხარ დასავით. <3 :-* კარგი გოგო ხარ შენ და მიყვარხარ დასავით. <3 :-*
1. წარმატებები. ++ წარმატებები. ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|