ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: იუმორისტული
30 ნოემბერი, 2013


ციკლიდან "იხალისეთ ურაკპარაკელებო"

გავაგრძელებ მეგობრების წარდგენას და იქნებ ამოიცნოთ:)



მისი სახელია ნ.მ.


ადამიანი --კეთილშობილი, ღირსეული.  კაცი--ლეგენდა.  არაჩვეულებივი მოთხრობების და ლექსების ავტორი.
ფსევდონიმი---იტალიური...
სახელი  და სული ქართული...
თურმე , ძველი ჟურნალისტი და  ახლა გემრიელი ნაწარმოებების ავტორი.
დავმეგობრდით და  ურთიერთობაში ისეთი კეთილშობილია, ლამაზი სტროფებიც კი მომიძღვნა ...
ჩემ სევდასაც შენსავით აქვს ფოთლები...შემოდგომის...




დ.ჩ.
რა არის დრო?
დრო სივრცეში  გაბნეული მატერიაა, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული...
ნიჭიერი ადამიანი და აგრეთვე ნიჭიერი ავტორი.
    ჩვენი აზრები ყველა ფილოსოფიურ და მატერიალისტურ თემებზე თითქმის ემთხვევა...
ბევრს ვკამათობთ და აზრებს ვარჩევთ...
მე ვარ მე...
ერთი ისეთი დიდი  საათი რომ გაგვაკეთებინა, დროის ნაცვლად გრძნობებს და მეგობრობას  რომ აჩვენებდეს, უფრო კარგი იქმნებოდა...
თუმცა  მეგობრობას  ასაკი და საზღვარი არ გააჩნია.



გ.შ.

მისმა მინიმებმა დიდი მოწონება დაიმსახურა...არადა მომავალი მათემატიკოსია.
ბავშვობაში თურმე    წამალს დედის ხათრით სვამდა  და ამით დედამისი  მშვიდდებოდა.
ყიდის ნიშნობის ბეჭედს და სანაცვლოდ, მისი ოცნებაა  ერთხაზიან ლიანდაგებზე  ,  დედამიწის გარშემო მოგზაურობა,

ალბათ იაპონიაში:D

ნოემბერმა სევდიანად უთხრა, დაიბადე დროაო და მართლაც დაიბადა...

ჩემი მეგობარია, მისთვის ბუდულა ვარ, ჩემთვის კი  მომავალი კოლეგაა.



მ.შ.

მისი სახელი ძველ საქართველოში ( ახლაც) ღვინის შესანახ ადგილს ქვია.
სტამბოლში ცხოვრობს და სწავლობს, მაგრამ მშობლიური სოფელი და "დოვლეთა" ყველაზე მეტად ენატრება...
არა, არ იმჩნევს, რომ საქართველო მისთვის მნიშვნელოვანია...
სახლიდან წასვლა, ჩემსავით  13  წლის ასაკში მოუწია...
არაჩვეულებრივი მეგობარი და ადამიანი, ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებთ.


კიდევ გავაგრძელებ, ახლა ეს იყოს  :)






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები