 | ავტორი: სოფო_93 ჟანრი: პოეზია 25 ნოემბერი, 2013 |
- იცი მე რა კარგი შვილიშვილი მყავს? ძალიან კარგად სწავლობს, სკოლა დაამთავრა წარჩინებით, წარმატებული სტუდენტია. - როდის ნახე? საიდან იცი მისი წარმატებების ამბავი, მე არასდროს მინახავს აქ, შენთან მოსული. - სად სცალია აქ მოსასვლელად, ბავშვი სულ მეცადინეობს, ისეთი ნიჭიერია, ისეთი ჭკვიანი. მისი წარმატების ამბავი ტელეფონით გავიგე, ჩემს გოგოს რომ დავურეკე. რას ამბობ, რა მომასვენებს ისე, ყოველ დღე რომ არ დაველაპარაკო. - კი, მაგრამ რატომ არასდროს მოდის შენს სანახავად, როგორ დავიჯერო, რომ მონატრებული ბებიის სანახავად ნახევარ საათს ვერ პოულობს. - დარწმუნებული ვარ, ძალიან უნდა აქ მოსვლა, ბოლოს რომ დავრეკე, ტელეფონი მან აიღო და შემპირდა მოვალო... - მეც მასე მპირდებოდა ჩემი შვილიშვილი ჯერ კიდევ პატარა როცა იყო, როცა მეუბნებოდა, არასდროს მიგატოვებ, ყოველთვის მოგივლიო, მერე კი აქ აღმოვჩნდი და ახლა არც კი ვიცი სად არის, რას საქმიანობს, ცოცხალია თუ მკვდარი... - არა, ეს სულ სხვანაირია, სულ მეცადინეობს, სულ სწავლობს, არაფერს აკლებენ მშობლები, ხელს უწყობენ სწავლაში მაქსიმალურად... - მესმის, მაგრამ ადამიანებმა ჯერ ადამიანობა უნდა ვისწავლოთ და მერე სხვა დანარჩენი... რაში არგია კარგი სტუდენტობა, თუ ადამიანად არ ივარგა? როგორ, კვირაში ან თვეში ერთი დღე ნახევარი საათი რომ გამოყოს მონატრებული ბებიის სანახავად, ამაში რა უშლის ხელს? მაგრამ არ უნდა, აღარ ვუნდივართ არავის, უსარგებლო და გამოუყენებლები ვართ ჩვენ უკვე... ადამიანები კი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მათ ეძებენ, ვინც "გამოადგებათ"... ჩვენ ვეღარაფერში გამოვადგებით ჩვენს შვილიშვილებს და ამიტომ აღარც ვახსოვართ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს უნდა ვაღიაროთ... - რატომ ამბობ ასე გადაჭრით? მე მაინც მჯერა, რომ მოვა. შემპირდა, რომ მოვა და მჯერა, აუცილებლად მოვა... - ისინი ასე გვაჯერებენ, მერე გვტოვებენ და გვიტოვებენ იმედს... ეს იმედი კი კვდება ჩვენთან ერთად... ჩვენ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ გვიწერია და მათაც არ ადარდებთ ის, რომ პირობას არ ასრულებენ... დამიჯერე, შენს შვილიშვილს არც კი ახსოვხარ, მაგრამ გქონდეს იმედი, რომ ოდესმე მოვა და გინახულებს. იმედს კაცი არ მოუკლავს - მე მაინც მჯერა, აუცილებლად მოვა ის ოხერი. როგორ მომენატრა. იცის, რომ ძალიან მენატრება. მოვა, აბა რას იზამს... აუცილებლად მოვა...
პ.ს. ასე ხდება რეალობაში. ამ დიალოგს შევესწარი რამდენიმე წლის წინ მოხუცთა თავშესაფარში და ასე ბანალურად აღვწერე. გვიყვარდეს ბებიები და ბაბუები, რადგან მათ ჩვენ ძალიან ვუყვარვართ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჩემი აზრით, ფსიქოლოგიზმი აკლია. ფორმა და თემა კარგია. ჩემი აზრით, ფსიქოლოგიზმი აკლია. ფორმა და თემა კარგია.
5. ჟანრი შეცვალე.. ჟანრი შეცვალე..
3. იცვლება გარემო და იცვლებიან ადამიანები!
იცვლება გარემო და იცვლებიან ადამიანები!
2. სამწუხაროდ ხშირად გვავიწყდებიან ისეეთი ადამიანები, ვისაც შესაძლოა ყველაზე მეტად ვუყვარდეთ : )) სამწუხაროდ ხშირად გვავიწყდებიან ისეეთი ადამიანები, ვისაც შესაძლოა ყველაზე მეტად ვუყვარდეთ : ))
1. მეც შევესწარი მსგავს ფაქტს .გეთანხმები სოფო,გვახსოვდეს მაინც უნდა მეც შევესწარი მსგავს ფაქტს .გეთანხმები სოფო,გვახსოვდეს მაინც უნდა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|