ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
28 ნოემბერი, 2013


ბედისწერა (მინიატურა)

                                                         
                                                              ბედისწერა
                                       
  გაუთენებელი დღე იდგა. გულისგამაწვრილებლად ცრიდა. ასეთ ამინდში ადამიანს ყველაფრის
გაკეთება გეზარება და ცდილობ დროის გაყვანის რაიმე საშუალება გამოძებნო. 
  ფანჯარას ავეკარი. გამვლელების ყურებამ გადამღალა, ის იყო შემოვბრუნდი და სავარძელში ჩა-
ვეშვი, რომ გონებამ უკიდეგანო სივრცეებში გამაქროლა და მოულოდნელად ,,ბჰაგავატგიტას” ძველ-
ინდური საგა გამახსენა, რომელშიც ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, თითქოსდა ატომური ბომბის
აფეთქებაა გადმოცემული: ,,ათასი მზის ელვარებით რომ ანთებულიყო ზეცა, მაჰათმის დიდების ნა-
თელს იქნებ შემსგავსებოდა.”
  გარდასულ დღეთა მითებსა და ლეგენდებში ამგვარი ფაქტების აღწერა მრავლად მოიპოვება, ის-
Bინი, თუნდაც ირიბულად, მაგრამ მაინც მიგვანიშნებენ ზემოთ ნახსენებ აფეთქებებზე. თუმცა რა-
იმეს ცალსახად მტკიცება არამართებულია, რადგან კაცობრიობას ჯერ ამის პირდაპირი სამხილი არ
მოუპოვებია. ისე, გამორიცხული არაფერია, ასეთი სამხილი შესაძლებელია მალეც აღმოჩნდეს.
  ატომის ,,გახლეჩაზე” მომუშავე მეცნიერთა უმრავლესობა თვლიდა, რომ ეს საქმე წარუმატებელი
იქნებოდა და თივის ზვინში ნემსის ძებნას დაემსგავსებოდა. ნობელის პრემიის ლაურეატი ვალტერ
ნერნსტი წერდა: ,,შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პიროქსილინის კუნძულზე ვცხოვრობდით, თუმცაღა,
მადლობა ღმერთს ჯერ არ აღმოგვიჩენია ასანთი, რომელიც ამ კუნძულს ცეცხლს წაუკიდებდა.”
  ჯეიმს ჩედვიკის მიერ 1932 წელს ნეიტრონის აღმოჩენამ ბირთვულ პრობლემებზე მომუშავე მეცნი-
ერები იმ აზრამდე მიიყვანა, რომ სამყაროს შემოქმედმა ატომის გახლეჩის გასაღები უბოძა, მაგრამ
ვერცერთი მათგანი ამ ფაქტს დამაჯერებლად ვერ ხსნიდა, თუმცა, დარწმუნებით გეტყოდათ, რომ
ამას გუმანით გრძნობდა.
  გამოჩენილი ფიზიკოსი ლეო სცილარდი, რომელიც იხსენებდა რა გასული საუკუნის ოცდაათიან
წლებს, მოგვიანებით წერდა: ,,1933 წლის ოქტომბერში მოვისაზრე, რომ ჯაჭვური რეაქცია შეიძლება
რეალობად ქცეულიყო თუ ვიპოვიდი ელემენტს, რომელიც ერთ ნეიტრონს შთანთქავდა და დანარჩე-
ნი ორის იმიტირებას მოახდენდა. ჯერ იყო და მეგონა, რომ ასეთი ელემენტი ბერილიუმი შეიძლება
იყოს-მეთქი, შემდეგ სხვა ელემენტებზე ვფიქრობდი, მათ შორის ურანზეც, მაგრამ სხვადასხვა მი-
ზეზების გამო კრიტიკული ექსპერიმენტი არ ჩამიტარებია.”
  1932-33 წლებში ბედის ირონიით თუ ბედისწერის დაცინვით,  ნეიტრონების მეშვეობით ატომი გა-
ხლიჩეს კემბრიჯში, პარიზში, რომში ციურიხსა და თვით ბერლინშიც, მაგრამ ეს მოვლენა ყველას
შეუმჩნეველი დარჩა. ოციოდე წლის შემდეგ ამ ფაქტის შესახებ ემილიო სორგემ ასეთი რამ თქვა:
,,ღმერთმა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, მაშინ ყველანი დაგვაბრმავა.”
  წარმოდგენაც კი ძნელია იმისა, თუ რა საშინელებას მოუტანდა ატომური ბომბის შექმნა კაცობ-
რიობას თუკი ის ჰიტლერის ან მუსოლინის ხელში აღმოჩნდებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ
მაშინ დედამიწა აპოკალიფსისს გადაურჩა, რადგან არ დამდგარიყო ჯერი ლუკა მახარებლის წინა-
სწარმეტყველებისა: ,,იქნება სხუა ცა და აღარ იქნება დრო” ! ...
  ისევ ფანჯარაში გავიხედე. ჭადრის ტოტზე შემომჯდარი მოფუზული ბეღურა წვიმის წვეთებს ბუ-
მბულიდან გულმოდგინედ იბერტყავდა ...
... სიცოცხლე ჩვეულ კალაპოტში მირაკრაკებდა.
 
                                                          თემური

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები