ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2008


თავქვე

    ამ პარასკევს 70 წელი უსრულდება იზა ორჯონიკიძეს,ქალ-პოეტს,რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო,ვინც სცადა,გულწრფელად აესახა და პოეზიის ენაზე აემეტყველებინა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგანი,ინტიმური სამყარო,აემეტყველებინა  იმგვარად,რომ წარმოეჩინა ჩვენი მშობლიური ენის საგანძურში მცნობელ-ოსტატის მომლოდინე სიტყვებიც,რომელთაც ქართლური დიალექტიდან ჯერ კიდევ არ გადმოელახათ ლიტერატურის საზღვრები.
    ვულოცავ  დაბადების დღეს და საიტის მკითხველებს ვთავაზობ ჩემს უსაყვარლეს ლექსს,რომლის შეტანასაც ვაპირებ კრებულში''ქართული ეროტიკული პოეზია'',რადგან მასში სიზმრისეული სიმბოლიკის ენით გადმოცემულია მძაფრი,დრამატული ეროტიკული განცდები.

თავქვე

თმაში მივლის
სავარცხელი წიწვის
/ვბრიყვობ ჩემთვის,
განა დავთმე ცანი/.
ყელყელაობს
უხედნელი მიწის
მშვენიერზე
მშვენიერი ტანი.
ატამივით გადაიპო ხევი,
თითქოს თვალწინ
ამასხეპეს ტყენი.
აი,ახლა
მომიტაცებს დევი,
აი,ახლა
გადამაგდებს ცხენი!
ერთი გზაა,
ერთი გზაა მარტო,
მარტო ერთი
სამანია თურმე,
მერე თოვამ
მთებზე გადამფანტოს,
მერე ქარმა
გადამკიდოს ურმებს,
არაფერი,
არაფერი მშველის,
ხევია და
შემოდგომის რული,
აი,ახლა
გადამაგდებს ცხენი,
აი,ახლა
გამისკდება გული!

1967

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები