ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2013


ღაბუა ჩიტი

                                      ღაბუა ჩიტი
                                     
- დაიჩოქე, შე ბოზიშვილო! - წაისისინა ავტომატმომარჯვებულმა ახალგაზრდამ და გათოკილ
თანატოლს წიხლი მუცელში ჩააზილა.
  ის წატორტმანდა, თავი ვერ შეიკავა და მინდორზე გულაღმა გაიშხლართა. მოძალადე მიუახლო-
ვდა, საყელოში ხელი ჩაავლო და წამოაჩოქა. მერე შეუკურთხა, რასაც მუქარა მოაყოლა:
  - მოვიდა შენი აღსასრული ... ჟორას ,,მსახვრალი ხელი” ... სიკვდილი დაგაჯდა შუბლზე!
  მსხვერპლმა ზიზღით გადააფურთხა, ,,ხურდა” დაუბრუნა.
  - სად არის ჩემი ,,დოლია” ? – წარმოთქვა ჟორამ და ისევ შეიგინა.
  - შარვალშია შენი ,,დოლია” ! ... დედას ნუ მაგინებ, მკვდარი მყავს დედა ... ორივეს დოლია ერთ
ქალს ვაჩუქე, რვა შვილის დედას.
  ჟორას გესლიანად გაეღიმა:
  - კრილოვის იგავს მიყვები?
  - სიმართლეს გიყვები. დედა გამომეცხადა და მთხოვა.
  - კაიფში გამოგეცხადა?
  - ცხადში გამომეცხადა, ორ ნაბიჯში ... ცისფერ ბინდში გახვეული დედა.
  ამ განმარტებას ისევ გინება მოჰყვა, რადგან ჟორამ ოცი ათასი დოლარის ჩუქება ვერ წარმო-
იდგინა.
  - მესროლე, შე ნაბოზვარო! მართლა ვაჩუქე იმ ოჯახს ფული - თქვა დაჩოქილმა – სიცოხლე
ჩემთვის ტანჯვაა ... მეოთხე დღეა დედა მეძახის, უნდა წავიდე! ... კაცი არა ხარ? ... მესროლე,
შენი! ...
  ჟორა რატომღაც მოლბა. ,,მეწყვილეს” კარგად იცნობდა, არასდროს ამბობდა ტყუილს. ,,სარ-
ჩოსაც” კაცურად უტეხდა. ამიტომ უთხრა:
  - მაგ ფულით ცოდვების გამოსყიდვა ტყუილად სცადე. ეგ,შენი წილიდან უნდა გექნა. ჩემი მა-
ყუთით შენს ცოდვებს ღმერთი არ მიგიტევებს.
- მე, ორივესთვის გადავდგი ეს ნაბიჯი ... უფალი შეგვეწევა.
  ისევ აღებეჭდა ნაძალადევი ღიმილი, თუმცა ჟორა პასუხმა ჩააფიქრა. 
  - ჰოდა! უფლისთვის დამითმია შენი თავი. თუ შეგეწევა, ,,რასხოდი” იყოს.
  ის შებრუნდა და მანქანისაკენ გაემართა.
  - მესროლე! - გაისმა ისტერიული ყვირილი.
  გახუნებუ;ლი ჩირგვიდან შეშინებული ღაბუა ჩიტი აფრინდა ...
  ... უკაცრიელი გარემო ცისფერმა ბინდმა შემოსა ...
 
                                                      თემური

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები