ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პროზა
6 დეკემბერი, 2013


ვპოვე ქალაქი, სადაც

ვპოვე ქალაქი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან.
ვპოვე ქალაქი, სადაც ადამიანები ერთნაირად აზროვნებენ.
ვპოვე ქალაქი, სადაც თუ მათ არ დაემგვანები, დაიღუპები.
ვპოვე ქალაქი, სადაც თუ მათ დაემგვანები, უფრო მეტად დაიღუპები.
ვპოვე ქალაქი, სადაც ძმის სისხლით ხელების დასვრა "მოდაშია"
ვპოვე ქალაქი, სადაც მარხვა "მოდაშია."
ვპოვე ქალაქი, სადაც ლოცვაზე სიარულიც "მოდაშია," მაგრამ წირვაზე არა, რადგან წირვა კვირას დილით არის და...
ვპოვე ქალაქი, სადაც ერთნაირი ჩაცმულობაც "მოდაშია."
ვპოვე ქალაქი, სადაც უყვართ ის, რაც "ყველას უყვარს." რადგან "ყველას უყვარს" და "ტეხავს", რომ არ უყვარდეთ.
ვპოვე ქალაქი, სადაც ერთი ობოლი მდინარე ტირის და მოაქვს ბარათაშვილის ცრემლი, ილიას სიმართლე, რუსთაველის სიბრძნე, ათასობით ქართველის სისხლი და სუიციდის არაერთი მსხვერპლი.
ვპოვე ქალაქი, სადაც დამშეული ადამიანები საკუთარი შვილებით ან ერთმანეთით ვაჭრობენ იმისთვის, რომ მშივრები არ დარჩნენ.
ვპოვე ქალაქი, სადაც შეშლილი სახეებით მოსიარულე ადამიანები გაფუჭებულ რობოტებს ჰგვანან და მხოლოდ აგრესიის ღილაკი უმუშავებთ.
ვპოვე ქალაქი, სადაც ადამიანური გრძნობები ერთ დიდ მაცივარში მოათავსეს.
ვპოვე ქალაქი, სადაც არ არსებობს "ერთიანი," არსებობს "ერთი."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები