 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 10 დეკემბერი, 2013 |
ორწლინახევრის ვიყავი, და-ძმა რომ შემეძინა, მაგრამ მე გარკვევით მახსოვს , დედამ სახლში ორი პატარა რომ მოიყვანა, პაწაწუნები და ციცქნები. გულმა ერთი კი მიგრძნო, რომ დედის სიყვარულს რაღაც ემუქრებოდა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა. არადა, ორივე პატარა ძალიან მომწონდა. რაღაცნაირად, თოჯინებს გავდნენ. სათამაშო თოჯინებს. ახლობლები ხუმრობით , მათი წართმევით მემუქრებოდნენ, მე კი გულმოსული ვპასუხობდი: ----ვერ გაგატანთ, ორივე მჭირდება.
ვატყობდი, რომ ჩემ სიტყვაზე ხალისობდნენ და ხშირ-ხშირად ერთი და იგივეს მეუბნებოდნენ.მე კი გულმოსული ვიმეორებდი, რომ ორივე თოჯინა მჭირდებოდა, რადგან მანამდე სათამაშო თოჯინა არ მქონია. მანქანები კი მქონდა...ბლომად... მე "დუდუ" ვიყავი (რაც ჩემი ძმის ენაზე დიდს ნიშნავდა) და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი...მათი გონების განმავითარებელი და განმანათლებელი ვიყავი. დედაჩემი ეზოში ჩემს იმედად უშვებდა , თუმცა ხანდახან კიდევაც ვჩხუბობდით, მაგრამ ბოლოს მაინც ვრიგდებდით. ვამაყობდი, რომ უფროსი ვიყავი და ჭკუა მეკითხებოდა.
მახსოვს, ყველაზე მეტად ახალი წლის მოსვლა მიხაროდა, საჩუქრების გამო.
ახალი წლის ტრადიცია თოვლის ბაბუას და საჩუქარს უკავშირდებოდა.საღამოთი დედა სუფრას გააწყობდა, ზედ ტკბილეულს და უამრავ საჭმელს დააწყობდა . ---როდის მოვა თოვლის ბაბუა?---ავეკიდებოდი მე ---ძალიან გვიან ღამით ანდა დილით, შვილო---მეტყოდა დედა ---ყველა ბავშვთან ხომ უნდა მივიდეს. პატარებს ადრე დავაძინებდით. მათ დავპირდებოდი, რომ თოვლის ბაბუას საჩუქრებს მათთვისაც გამოვართმევდი.მე დაძინება არ მინდოდა, თვალებს ვაჭყეტდი, რომ არ დამძინებოდა, მაგრამ მისი მოსვლა ვერც ერთხელ ვერ ვნახე. მეც დამეძინებოდა ხოლმე... არც მაშხალებისა და შუშხუნების ხმა ჩამესმოდა ხოლმე და არც თოვლის ბაბუს მოსვლა.
დილით კი...დილით გაღვიძებისთანავე ბალიშის ქვეშ ხელს შევყოფდი და როგორ მიხაროდა, რომ იქ ლამაზად მოხატულ ცელოფნის პარკში შოკოლადები, კამფეტები და მანდარინები ეწყო. მერე ჩემი და-ძმის ბალიშს ვნახავდი და...იქაც ზუსტად ჩემნაირები. კიდევაც გადავთვლიდი, კამფეტი რომელიმეში ზედმეტი ანდა ნაკლები ხომ არ იყო და დავრწმუნდებოდი, რომ თოვლის ბაბუს არაფერი შეშლია და ზუსტად ერთნაირი ნობათი ჩამოუტანია სამივესთვის.
საახალწლო მაგიდაზე რამდენიმე ჭიქას, სასმელით ნახევრად სავსეს რომ გადავხედავდი, დედა მეტყოდა:
---თოვლის ბაბუამაც დალია რამდენიმე ჭიქა ჩვენთან ერთად , დაგლოცათ და მერე საჩქაროდ სხვა ბავშვებთან წავიდაო.
ეჭვი არასდროს შემიტანია.
სულ მინდოდა, მომდევნო წელს მაინც არ დამძინებოდა, რომ თოვლის ბაბუა მენახა...როგორ მინდოდა...
ერთხელაც, რვა ან ცხრა წლის ვიქნებოდი, საახალწლოდ "ბამბოჩკები" ვიყიდე , ბლომად დავიმარაგე და ახალი წლის დადგომას დაველოდე... სკოლიდან მოვდიოდი, დედაჩემი მაღაზიაში რომ დავინახე და მისკენ შევუხვიე. ტკბილეულს ყიდულობდა და ლამაზი და დახატული ცელოფნის პარკებიც ეყიდა...ჩემ დანახვაზე დედა ოდნავ შეცბა...მე ცელოფნებს ყურადღება არ მივაქციე და დედას ნავაჭრის წამოღებაში მოვეხმარე.
ახალ წლის დილით კი ზუსტად ის ცელოფანი, ნაცნობი ნახატებით, მაგრამ საჩუქრებით გავსებული, ჩემი ბალიშის ქვეშ ვნახე. ტანში უცნაურმა გრძნობამ დამიარა, დამიარა, მაგრამ რანაირად დამიარა, სულ ეკლები დამაყარა... ანუ დედა???? აბა თოვლის ბაბუა???
მივხვდი...
დედასთან ჩუმად მივედი და ვუთხარი: ----დედა, მე კი ვიცი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ ნანა და გიგას ნუ ეტყვი...და ცრემლებმა ყბა ამიკანკალა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ძალიან მაგარია! ჩემი ტკბილი ბავშვობა გამახსენდა და ყველაზე ცუდი ახალი წელი, როცა საჩუქრები პირდაპირ მაჩუქეს და მე უკვე ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუ არ არსებობდა :) :)
----დედა, მე კი ვიცი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ ნანა და გიგას ნუ ეტყვი...და ცრემლებმა ყბა ამიკანკალა... ++ ძალიან მაგარია! ჩემი ტკბილი ბავშვობა გამახსენდა და ყველაზე ცუდი ახალი წელი, როცა საჩუქრები პირდაპირ მაჩუქეს და მე უკვე ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუ არ არსებობდა :) :)
----დედა, მე კი ვიცი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ ნანა და გიგას ნუ ეტყვი...და ცრემლებმა ყბა ამიკანკალა... ++
22. კიდევაც გადავთვლიდი, კამფეტი რომელიმეში ზედმეტი ანდა ნაკლები ხომ არ იყო და დავრწმუნდებოდი, რომ თოვლის ბაბუს არაფერი შეშლია! კარგია! ყველა ბავშვი გადის ამ ეტაპს (ერთი ნაბიჯით წინ რეალურ სამყაროსთან) კიდევაც გადავთვლიდი, კამფეტი რომელიმეში ზედმეტი ანდა ნაკლები ხომ არ იყო და დავრწმუნდებოდი, რომ თოვლის ბაბუს არაფერი შეშლია! კარგია! ყველა ბავშვი გადის ამ ეტაპს (ერთი ნაბიჯით წინ რეალურ სამყაროსთან)
21. :) კარგი იყო :) კარგი იყო
20. ჩემი შვილი არ იჯერებს თოვლის პაპას არარსებობას.
ჩემი შვილი არ იჯერებს თოვლის პაპას არარსებობას.
19. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
18. ბუდულ:)ეს ნაწერს5+++ და მაგის მეტი ნეტავ არაფერი იყოს ტყუილი შენს ცხოვრებაში:):::::::::::::* ბუდულ:)ეს ნაწერს5+++ და მაგის მეტი ნეტავ არაფერი იყოს ტყუილი შენს ცხოვრებაში:):::::::::::::*
17. მინდა რომ შენს ძამიკოსთან კიდევ დიდხანს იაროს:)))
მინდა რომ შენს ძამიკოსთან კიდევ დიდხანს იაროს:)))
16. მეც ვიტირე ,როცა გავიგე თოვლის ბაბუა არ არსებობდა :( მაგრამ ჩემ ძამიკოსთან მოდის ისევ :) +5 მეც ვიტირე ,როცა გავიგე თოვლის ბაბუა არ არსებობდა :( მაგრამ ჩემ ძამიკოსთან მოდის ისევ :) +5
15. მადლობა ნათლი.:D როგორ გამახარა შენმა გამოჩენამ... ბერი18 დიდი მადლობა .არვიცი, რამდენადაა მოსაწონი, მაგრამ მე ახალი წლის განწყობა გამოვხატე, ცოტა ნაადრევად:)) მადლობა ნათლი.:D როგორ გამახარა შენმა გამოჩენამ... ბერი18 დიდი მადლობა .არვიცი, რამდენადაა მოსაწონი, მაგრამ მე ახალი წლის განწყობა გამოვხატე, ცოტა ნაადრევად:))
14. მომეწონა 5+ მომეწონა 5+
12. მშვენიერია :)
ბავშვებთან დიდი შეხება მაქვს , 4 დეკემბერი იყო თოვლის ბაბუსითვის წერილის მიწერის საერთაშორისო დღე , რა თქმა უნდა წერეს წერილები პატარებმა, ერთ ასეთ წერილს გადავაწყდი : ,, თოვლის ბაბუ, დამიმიტკიცე რომ არსებობ და მომიტანე .... (რაღაც სათამაშოს სთხოვდა ) ოღონდ ბალიშის ქვეშ არ დამიდოო :) მშვენიერია :)
ბავშვებთან დიდი შეხება მაქვს , 4 დეკემბერი იყო თოვლის ბაბუსითვის წერილის მიწერის საერთაშორისო დღე , რა თქმა უნდა წერეს წერილები პატარებმა, ერთ ასეთ წერილს გადავაწყდი : ,, თოვლის ბაბუ, დამიმიტკიცე რომ არსებობ და მომიტანე .... (რაღაც სათამაშოს სთხოვდა ) ოღონდ ბალიშის ქვეშ არ დამიდოო :)
11. ბავშვობაში მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის და ახლაც მგონია არსებობს ისეთი შთამბეჭდავი იყო ყველაფერი.
ბავშვობაში მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის და ახლაც მგონია არსებობს ისეთი შთამბეჭდავი იყო ყველაფერი.
10. კარგი ხარ ))) კარგი ხარ )))
9. კარგად წერთ კარგად წერთ
8. მადლობა ყველას მადლობა ყველას
7. სულში ჩამქწვდომია. 5. სულში ჩამქწვდომია. 5.
6. ულამაზესი ... ულამაზესი ...
5. ვაი რა საყვარელია -დედასთან ჩუმად მივედი და ვუთხარი: ----დედა, მე კი ვიცი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ ნანა და გიგას ნუ ეტყვი...და ცრემლებმა ყბა ამიკანკალა... ++ ვაი რა საყვარელია -დედასთან ჩუმად მივედი და ვუთხარი: ----დედა, მე კი ვიცი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ ნანა და გიგას ნუ ეტყვი...და ცრემლებმა ყბა ამიკანკალა... ++
4. არა მარიამ.. უდა იცოდეს=დ ჰოდა ავუხსენი, რომ ახალ წელს მთაწმინდაზე იქნება თოვლის ბაბუა,რომელსაც მთავრობა უხდის ფულს და ის ბავშვებს აძლევს საჩუქარს, რომ ბავშვების მშობლებმა მთავრობას მისცენ ხმა..ანუ თოვლის ბაბუები მაინც მშობლები არიან=დ ცოტა კი ავრიე ბავშვი, მაგრამ რეალობას თვალებში ჩახედა=დ არა მარიამ.. უდა იცოდეს=დ ჰოდა ავუხსენი, რომ ახალ წელს მთაწმინდაზე იქნება თოვლის ბაბუა,რომელსაც მთავრობა უხდის ფულს და ის ბავშვებს აძლევს საჩუქარს, რომ ბავშვების მშობლებმა მთავრობას მისცენ ხმა..ანუ თოვლის ბაბუები მაინც მშობლები არიან=დ ცოტა კი ავრიე ბავშვი, მაგრამ რეალობას თვალებში ჩახედა=დ
3. საყვარლობაა. ჩემი სუსტი წერტილია ტყუპი გოგო და ბიჭი, სუბიექტური მიზეზების გამო. :) საყვარლობაა. ჩემი სუსტი წერტილია ტყუპი გოგო და ბიჭი, სუბიექტური მიზეზების გამო. :)
2. რატომ? რას ერჩოდი? ორი წლის ბავშვს უნდა სჯეროდეს ლამაზი ოცნების ( :DDD) რატომ? რას ერჩოდი? ორი წლის ბავშვს უნდა სჯეროდეს ლამაზი ოცნების ( :DDD)
1. და-ძმა არ მყავს და არც სხვაზე ზრუვის ასეთი განცდა მქონია ) ჩემი დაქალის 2წლის ბავშვს ავუხსენი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და ცხოვრებაში ისე უბრალოდ არაფერს იძლევიან ) ვფიქრობ ცოტა ვიბოროტე, სამაგიეროდ ამ "ლამაზ" ტყუილებში არ გაიზრდება.. მე ასე მესმის )) სიკეთე მარიამს)) და-ძმა არ მყავს და არც სხვაზე ზრუვის ასეთი განცდა მქონია ) ჩემი დაქალის 2წლის ბავშვს ავუხსენი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და ცხოვრებაში ისე უბრალოდ არაფერს იძლევიან ) ვფიქრობ ცოტა ვიბოროტე, სამაგიეროდ ამ "ლამაზ" ტყუილებში არ გაიზრდება.. მე ასე მესმის )) სიკეთე მარიამს))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|