 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 17 დეკემბერი, 2013 |
ქსოვა ბებიაჩემმა მასწავლა. წაღმა და უკუღმა თვლების გამოყვანა. თვლების მატება და კლება კი ბაბუაჩემმა: --- თვლების კლება არ ვიცი მეთქი --- დავიწუწუნე ----მატება იცი ბაბუაო? ----კი მატება ვიცი მეთქი. ----აბა კლებას რა უნდა, ჩააგდე თვალი ბაბუა და მოკლება არ იქნებაო?---მითხრა დაბეჯითებით და ეშმაკურად.
წინდის ქსოვა მამაჩემმა მასწავლა, რადგან ბებია უკვე ცოცხალი აღარ იყო ...
მახსოვს ბებიაჩემი ბუხართან რომ მიჯდებოდა ხოლმე და ჯერ ძაფს დაართავდა და მერე ქსოვდა. დაქსოვდა თეთრ ღუნღულა წინდებს, ჯერ ბაბუასთვის, მერე ოთხივე ვაჟისთვის, მათი შვილებისთვის, მერე შვილიშვილებისთვის. მერე გათხოვილი გოგოებისთვის და მათი მონაგარისათვის. ნატურალური შალის წინდები ყველას უხაროდა , უნდოდათ თუ უნდოდათ, მაინც მიჰქონდათ, ქალაქში ტყუილადაც რომ შეენახათ, გამოუყენებლად, მაინც უხაროდათ...
ბებიას ყველა ცხვარი თეთრი ჰყავდა, მხოლოდ ერთი ჰყავდა წაბლისფერი . მისი ბეწვისგან დართული ძაფით ზემოდან ზოლებს რომ მოაყოლებდა , როგორც არშია და გაალამაზებდა, "ფაბრიჩნიაო",თვითონვე მოსწონდა.
სულ ბოლოს თავისთვის მოიქსოვდა წინდასა და გვერდის შალს.
►◕◄ ►◕◄ ►◕◄
ჩვენი სახლები ცალ-ცალკე იდგა. დედა კი დღესასწაულებზე ორ კექსს გამოაცხობდა. ერთს ბებოს გადაუტანდა, ბარბარობა გაითენეო, მეორეს ჩვენ დაგვიტოვებდა...მე სრულიად პატარა , დილით მეკვლედ ვიყავი ბებიასთან დაპატიჟებული და ამისათვის თავგამოდებული ვმეცადინეობდი : ---შემოვდგი მარჯვენა ფეხი, გწყალობდეთ მაღალი ღმერთი---ვიმეორებდი გაკვეთილივით...
იმ დილით კი იმოდენა თოვლი დამხვდა, იმოდენა, დედამ მამაჩემის რეზინები ჩამაცვა და ბებიას კარამდე მიმაცილა. ---შემოვდგი მარჯვენა ფეხიო--- დაწყებული არ მქონდა, ბებომ ხელი დამავლო და სახლში ჩახუტებულმა შემიყვანა. ჩურჩხელა და ტკბილიკვერი ჯერ იქვე მაჭამა, მერე დახუნძლული გამომიშვა სახლისაკენ, ცელოფანში ჩაწყობილი ნობათით, ვაშლითა და ხმელი ჩირით.
საღამოს, უფრო ღამით თოვლი გაძლიერდა , ბებიას ბოსელი ჩამოენგრა და შიგ საქონელი და ცხვრები გაუწყვიტა.
----ნამდვილად შენი ფეხის ბრალიაო---იხუმრა ბიძაჩემმა. ----შენ სადგომის გადათოვლა დაგეზარა და ბავშვს აბრალებო---გამომესარჩლა ბაბუაჩემი. ის დღე იყო და ის დღე, მეკვლედ წასვლა შევიძულე ...დამენანა ბებიას წაბლა ცხვარი. გაქრა ღუნღულა წინდებზე წაბლისფერი ზოლი, მერე უკვე მთლიანად თეთრებს ქსოვდა და ქსოვდა...
ბებიაჩემი კარგა ხანია ამქვეყანას აღარაა, ბაბუას გარდაცვალებიდან მალევე გაემგზავრა...იქეთ ქვეყანაში. მეც ქსოვას თავი დავანებე და მაღაზიაში ვყიდულობ, დიდი ხანია. ისე, წინდები ბებიების დასაქსოვია...დედებს არ უხდებათ მათი ქსოვა.
კია დრო, მეც ვქსოვდე ფაჩუჩებს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. მადლობა ყველას თბილი კომენტარებისათვის მადლობა ყველას თბილი კომენტარებისათვის
28. ძალიან თბილი და სასიამოვნო წასაკითხია :* ძალიან თბილი და სასიამოვნო წასაკითხია :*
27. ძალიან კარგად დაწერილი ძალიან უბრალო და თბილი ამბავია. ძალიან კარგად დაწერილი ძალიან უბრალო და თბილი ამბავია.
26. ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2+55555555 ძალიან საყვარელია, თვალზე ცრემლი მომგვარა მოგონებებმა. მეც მიქსოვდა ბებია წინდებს....
ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2+55555555 ძალიან საყვარელია, თვალზე ცრემლი მომგვარა მოგონებებმა. მეც მიქსოვდა ბებია წინდებს....
25. მეც გილოცავ არტე...დიდი მადლობა გენაცვალე...ხაჭაპურები კახას მოგონილია:DDდ არანაირი ხაჭაპური არ გამომდის:DDD აი წინდები კი ...ნამდვილად დროა (მგონი ენა მიყივიის) მეც გილოცავ არტე...დიდი მადლობა გენაცვალე...ხაჭაპურები კახას მოგონილია:DDდ არანაირი ხაჭაპური არ გამომდის:DDD აი წინდები კი ...ნამდვილად დროა (მგონი ენა მიყივიის)
24. მარრრრრრრრრრ,მარტო იმერეთში კი არა,ჩვენთანაც იციან:)დღეს ნიკოლოზობა ყოფილა და გილოცავ:) ესეიგი,ხაჭაპურების ცხობას ეშვები და ფაჩუჩების ქსოვაზე გადადიხარ?:)):):)მოგიკითხე::* მარრრრრრრრრრ,მარტო იმერეთში კი არა,ჩვენთანაც იციან:)დღეს ნიკოლოზობა ყოფილა და გილოცავ:) ესეიგი,ხაჭაპურების ცხობას ეშვები და ფაჩუჩების ქსოვაზე გადადიხარ?:)):):)მოგიკითხე::*
23. ასაკი ვერ მაშინებს ჯერჯერობით, მაგრამ ბებიაჩემის სითბო ნამდვილად ტკბილად მახსენდება ასაკი ვერ მაშინებს ჯერჯერობით, მაგრამ ბებიაჩემის სითბო ნამდვილად ტკბილად მახსენდება
22. მარიამ ასაკი ხო არგასინებს უკვე??:) მეც მყავდა ასეთი ბებო იმერეთში,დიდი ბებო(პაპის დედა) ძალიანმიყვარდა,ჩემ დაბადების დაბადების დღეზე დაიღუპა:( ტკბილები არიან ბებიაბეი და კამფეტიც უყვართ:) მარიამ ასაკი ხო არგასინებს უკვე??:) მეც მყავდა ასეთი ბებო იმერეთში,დიდი ბებო(პაპის დედა) ძალიანმიყვარდა,ჩემ დაბადების დაბადების დღეზე დაიღუპა:( ტკბილები არიან ბებიაბეი და კამფეტიც უყვართ:)
21. გაიხარე კახაბერ.მადლობა გაიხარე კახაბერ.მადლობა
20. გაიხარე მარი, გილოცავ ბარბარობას, ჩვენთან რაჭაშიც იციან მეკვლეობა. ნიკოლოზობასაც გილოცავ წინასწარ. კარგია ბებია, მისი წინდები იმიტომაა თბილი რომ სითბოთი ქსოვს და თავის გულის სითბოს დებს. თანაც გულში ლოცულობენ. ერთხელ მივეპარე რას ბუტბუტებს მეთქი და ლოცულობდა ხან გალობდა, რითმებით ითვლიდა თვლებს. ეხლაც ძალიან მენატრება, ძალიან მომინდა მასზე მის ბედზე დაწერა.. :( გაიხარე მარი, გილოცავ ბარბარობას, ჩვენთან რაჭაშიც იციან მეკვლეობა. ნიკოლოზობასაც გილოცავ წინასწარ. კარგია ბებია, მისი წინდები იმიტომაა თბილი რომ სითბოთი ქსოვს და თავის გულის სითბოს დებს. თანაც გულში ლოცულობენ. ერთხელ მივეპარე რას ბუტბუტებს მეთქი და ლოცულობდა ხან გალობდა, რითმებით ითვლიდა თვლებს. ეხლაც ძალიან მენატრება, ძალიან მომინდა მასზე მის ბედზე დაწერა.. :(
19. დედის მოქსოვილ წინდას ბებიის მოქსოვილი ჯობია:D დედის მოქსოვილ წინდას ბებიის მოქსოვილი ჯობია:D
18. რატომ? დედის მოქსოვილი ნაკლებად თბილია?:) რატომ? დედის მოქსოვილი ნაკლებად თბილია?:)
17. კარგია, მომეწონა! ქსოვა ხელოვნებაა და ვინც ფლობს , ის მშვიდი და გაწონასწორებულია.. კარგია, მომეწონა! ქსოვა ხელოვნებაა და ვინც ფლობს , ის მშვიდი და გაწონასწორებულია..
16. ბებია ბაბუას როლი ცოტა არეული და გაურკვეველია, მაგრამ საერთო ჯამში კარგია, წარმატებები ავტორს :) ბებია ბაბუას როლი ცოტა არეული და გაურკვეველია, მაგრამ საერთო ჯამში კარგია, წარმატებები ავტორს :)
14. გაიხარე ნინო.მადლობა რომ კითხულობ და შენ აზრს გამოხატავ გაიხარე ნინო.მადლობა რომ კითხულობ და შენ აზრს გამოხატავ
13. რაღაც ძალიან გულთან მოვიდა ეს ნაწერი. გაიხარე მარი, მრავალ ბარბარობას დაესწარი :* :) რაღაც ძალიან გულთან მოვიდა ეს ნაწერი. გაიხარე მარი, მრავალ ბარბარობას დაესწარი :* :)
12. მადლობა კოკროჭინა.სად დამეკარგები ხოლმე . მადლობა კოკროჭინა.სად დამეკარგები ხოლმე .
11. გილოცავ ბარბარობას.:) გილოცავ ბარბარობას.:)
10. არაფერს გიპასუხებთ, ისევ თავს დახრის და შორს ცხრა მთას იქით გაჰგზავნის მზერას, სევდას ვერ დამალავს მხოლოდ :)) არაფერს გიპასუხებთ, ისევ თავს დახრის და შორს ცხრა მთას იქით გაჰგზავნის მზერას, სევდას ვერ დამალავს მხოლოდ :))
9. ეჰ, სევდიანი გრაფინია გყოლია:))) მე მას მხოლოდ იმას ვკითხავ , რით დაიმსახურა გრაფის თავდავიწყებული სიყვარული :) ეჰ, სევდიანი გრაფინია გყოლია:))) მე მას მხოლოდ იმას ვკითხავ , რით დაიმსახურა გრაფის თავდავიწყებული სიყვარული :)
8. მიგასწავლით, მაგრამ თქვენ თუ ეტყვით, რომ თქვენ ჩემთვის აპირებთ საშობაოდ წინდების მოქსოვას, იგი არაფერს გიპასუხებთ, დადუმდება,თავს დახრის, მის თვალებში უზარმაზარი სევდა ჩადგება და არაფერს გიპასუხებთ :)) მიგასწავლით, მაგრამ თქვენ თუ ეტყვით, რომ თქვენ ჩემთვის აპირებთ საშობაოდ წინდების მოქსოვას, იგი არაფერს გიპასუხებთ, დადუმდება,თავს დახრის, მის თვალებში უზარმაზარი სევდა ჩადგება და არაფერს გიპასუხებთ :))
7. მაშინ მიმასწავლეთ რომელიმე კეთილშობილი გრაფინია:) მას შევეკითხები. იქნებ თქვენთვისაც მოვქსოვო საშობაოდ ღუნღულა წინდები:) მაშინ მიმასწავლეთ რომელიმე კეთილშობილი გრაფინია:) მას შევეკითხები. იქნებ თქვენთვისაც მოვქსოვო საშობაოდ ღუნღულა წინდები:)
6. გრაფინიას გემოვნებას ენდობიან გრაფები ბუდულა :)) გრაფინიას გემოვნებას ენდობიან გრაფები ბუდულა :))
5. მადლობა გრაფ...მაინტერესებს, გრაფებს როგორი წინდები უყვართ??? მადლობა გრაფ...მაინტერესებს, გრაფებს როგორი წინდები უყვართ???
4. ოჰ, ღმერთო ჩემო. წმინდა ბარბარეს მადლი არ მოგკლებოდეთ ბუდულა ამის დამწერს!
ჯერ მუხლებში ვიგრძენი რაღაც, მერე გვერდებში შემომირბინა, როგორც იცის ხოლმე თბილმა რეაქციამ, მოიარა მოკლედ მთელი სხეული.
მოქსოვეთ, წაბლისფერი ზოლიც გადააყოლეთ აუცილებლად. ++
ოჰ, ღმერთო ჩემო. წმინდა ბარბარეს მადლი არ მოგკლებოდეთ ბუდულა ამის დამწერს!
ჯერ მუხლებში ვიგრძენი რაღაც, მერე გვერდებში შემომირბინა, როგორც იცის ხოლმე თბილმა რეაქციამ, მოიარა მოკლედ მთელი სხეული.
მოქსოვეთ, წაბლისფერი ზოლიც გადააყოლეთ აუცილებლად. ++
3. ლუტეცია, ბებიობა ადრეა , მაგრამ მინდა:DDD ლუტეცია, ბებიობა ადრეა , მაგრამ მინდა:DDD
2. მიყვარს წინდები... მე მეზობელმა მასწავლა ქსოვა, სოფელში. ქარგვა რუსმა მეზობელმა მასწავლა თბილისში, მგონი ვალია ერქვა. :) ეს ყველაფერი ბავშვობაში იყო წლებია არც მომიქსოვია და არც მომიქარგავს. რა იყო მარი, ბებიობა მოგინდა? რამეს აპირებენ შენი შვილები? მგონი ჯერ ადრეა. :) მიყვარს წინდები... მე მეზობელმა მასწავლა ქსოვა, სოფელში. ქარგვა რუსმა მეზობელმა მასწავლა თბილისში, მგონი ვალია ერქვა. :) ეს ყველაფერი ბავშვობაში იყო წლებია არც მომიქსოვია და არც მომიქარგავს. რა იყო მარი, ბებიობა მოგინდა? რამეს აპირებენ შენი შვილები? მგონი ჯერ ადრეა. :)
1. არ გაიკვირვოთ! იმერეთში დღესაცაა მეკვლის ტრადიცია ბარბარობას. დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველად ვინ შემოვა ოჯახში არ გაიკვირვოთ! იმერეთში დღესაცაა მეკვლის ტრადიცია ბარბარობას. დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველად ვინ შემოვა ოჯახში
|
|
მონაცემები არ არის |
|
|