ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2013


თოლიგე...

ეხ, დავჯდებოდი ახლა სადმე, ბუხართან ახლოს,
შევაყუდებდი ფიქრებს ცეცხლში ხმელი კუნძივით,
მე მგზავრი ვარ და... ამ სხეულში მდგმურივით ვსახლობ,
მემძიმება და გულით დამაქვს დარდის ხურჯინი...

ვერევი სურვილს, მოვიდე და ქუჩაში დავრჩე,
მოსვლის იმედით, დეკემბერში ხშირად ვგავარ თოვლს.
ხოდა, ამ ქუჩას, ამ ღამეულ სიცივენაჩვევს,
მე სიყვარულით, მგონი, უკვე ვეღარ გავათბობ.

ხვალ მაინც მოთოვს... დღეს ქალაქი ფიფქებს დარაჯობს,
თოვლს სხვა სითბო აქვს, დამიჯერე, ვიცი, თოლიგე.
დავაგვიანე ალბათ მეც და... ახლა ხომ არ სჯობს,
თოვლის მაგივრად, შენს ქუჩაზე მე რომ მოვიდე?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები