ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
16 დეკემბერი, 2013


მაიმუნის ინტელექტით

                                 
                                  მაიმუნის ინტელექტით
                                      ნაწილი პირველი           
                                            ,,მე, ადამიანად არ დავბადებულვარ,
                                            ადამიანად შემქმნეს.”
                                      ლისენკო. საბჭოთა აკადემიკოსი.
 
  მატერიალისტური მოძღვრების თანახმად, მეზოზოური ერის ცარცული პერიოდის ბოლოსა და კაი-
ნოზოური ერის დასაწყისში (პალეოგენში) ვირთხის მაგვარი არსებებიდან (არ ვხუმრობ, მეგობრებო),
რომლებიც დინოზავრების ფეხებქვეშ დაფუთფუთებდნენ, წარმოიშვნენ ციყვისებრთა სახეობის წარ-
მომადგენლები-ტუპაიები. სწორედ ისინი ითვლებიან პრიმატთა ,,ივო, ივო, ივო, და ა.შ - მამად.”

  მათი ერთ-ერთი საამაყო ,,ბიძაშვილი” გახლდათ პურგათორიუსი, რომლის ,,სიბრძნის კბილი” აღ-
მოჩნდა ჩრდილოეთ ამერიკაში. ადამიანის ამ წინაისტორიულმა წინაპარმა ჯერ კიდევ არ იცოდა ხე-
ზე ცოცვა და მხოლოდ ჩირგვებში სუნსულით იხანგრძლივებდა ,,ნეტარ ცხოვრებას.”
  მაგრამ, ერთ დღესაც მოსწყინდა დედამიწაზე უმიზნოდ ხეტიალი და ხეს ,,კინწიროში” მოექცა. მე-
რე ,,რჯული” სწრაფად გამოიცვალა და ნახევარმაიმუნად გადაიქცა (ალბათ თაგუნასავით უგნური
გახლდათ), ეგ ნახევარმაიმუნობა არაფერს მარგებსო, იფიქრა და ,,ნაღდ” მაიმუნად ,,შედგა.” ცოტა
დრო რომ გამოხდა, ისევ ჩირგვებში დაეშვა და ,,წინაპართა დვრიტას” დაუბრუნდა, მაიმუნის ,,სამო-
სი” განიძარცვა და პლანეტა დედამიწას ადამიანად მოევლინა (მაინც ვერ გავიგე, ან ხეზე რა უნდო-
და, ან მიწაზე რატომ დაეშვა. რას მასხარაობენ ეს მატერიალისტები?)

  პრიმატების განვითარების მორიგი ეტაპი, ოლიგოცენში დადგა. ამჯერად ასპარეზზე პარაპითეკი
გამოჩნდა, რომელმაც დასაბამი მაიმუნთა მოდგმას მისცა. ერთ-ერთი მათგანი დრიოპითეკი იყო. მას
გამოეყო პრიმატთა პატარა ჯგუფი, რომლებმაც მიზნად დაისახეს ევოლუციის გზით გაადამიანება.
ამ უცნაურ და მიზანდასახულ მაიმუნებს სახელად რამაპითეკი დაარქვეს, ინდური ღმერთის, რამას
პატივსაცემად.

,,პითეკთა” გრძელ ჯაჭვში რამაპითეკთან ერთად ადგილი დაიმკვიდრეს: ავსტრალოპითეკებმა, სამ-
ხრეთაფრიკელმა ,,გულის ბიძაშვილებმა”- სამხრეთაფრიკელმა ავსტრალოპითეკებმა, პიტეკანტროფ-
მა, ნეანდერტალელმა და აქ შეწყდა მათი ,,ტრიუმფალური სვლა” მაიმუნის გაადამიანების ,,ეკალ-
ბარდიან” იდუმალებით მოცულ გზაზე. ამ პატივცემულ ,,წინაპრებს” ინტელექტის დონეთა მიხედვით,
შესაბამისი ,,თიკუნებიც” არგუნეს: ,,ჰომო ჰაბილისი (მარჯვე-ჰომო); ,,ჰომო ერექტუსი” (გამართული-
ჰომო) და ,,ჰომო საპიენსი” (მოაზროვნე-ჰომო).  ესეც არ იკმარეს, მომავალში აღმოსაჩენ ,,პითეკ-
ებს,” სწორუპოვარი წოდების მინიჭებისათვის, შესაბამისი წინაპირობაც განუსაზღვრეს. 

  აი, ეს წინაპირობაც:
- მას (პითეკს) უნდა შეეძლოს უკანა ფეხებით ამართული მოძრაობა.
- ზედა კიდურებით უნდა შეეძლოს არამარტო ჯოხისა და ქვის დაჭერა, არამედ, სხვადასხვა მოძ-
რაობების შესრულება (ვთქვათ, კარგი ,,ლეკურის” ჩამოვლა ან ,,ლეზგინკა” მაინც).
  - მისი ტვინის მოცულობა და განვითარება ახლოს უნდა იდგეს ადამიანის ტვინთან (მთლად ,,გა-
დაგლესილი” არ უნდა ჰქონდეს).
  - უნდა შეეძლოს იარაღის კეთება (,,დრუჟბის” აწყობა).
  არ ვიცი მეგობრებო, თქვენ რამდენად გჯერათ ამ სისულელეების, მაგრამ იყო  დრო ამ საკით-
ხზე ერთ ყოფილ ქვეყანაში სერიოზულად იმტვრევდნენ თავს და რაღაც-რაღაცეებს მეცნიერულ-
ადაც ასაბუთებდნენ, რასაც მერე მასებს ასწავლიდნენ.
  ნეანდერტალელმა მისთვის განკუთვნილ დროში, (150-35 ათასი წელი; ცდომილებით რამდენიმე
ათასი წელი) მხოლოდ ის მოასწრო, რომ პრიმიტიული იარაღები შექმნა და ,,უხმაუროდ” დატოვა
ევოლუციის ,,ავანსცენა.” თუმცა, მისი ადგილი სწრაფად დაიკავა კრომანიონელმა-ნამდვილმა ადა-
მიანმა.

  ასეთმა უეცარმა მონაცვლეობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დაისვა მარტივი შეკითხვა; ერთ-
ის ჩანაცვლება ნამდვილად მეორით მოხდა? (ნეანდერტალელისა-კრომანიონელით?) ...
  რადგან ამ კითხვას დადებითი პასუხი არ მოეძებნა, სწავლულთა ერთმა ნაწილმა ჩიხიდან გამოს-
ვლის ძებნაში, ახალი ვერსია წამოაყენა, კერძოდ ის, რომ ნეანდერტალელი იქით ეცა, აქეთ ეცა და
მერე მოკვდა თუ მორჩა, ცოცხალი აღარავის უნახავს (გაიგეთ რამე მეგობრებო? ჰოდა, ვერც მე გა-
ვიგე და რა ვქნა?) ...
 
ამ უბედურებაში გასაოცარი ის გახლავთ, რომ, როცა ეუროპაში ჯერ კიდევ დააბოტებდნენ ნეან-
დერტალელები, აფრიკასა  და აზიაში უკვე სახლობდნენ ნამდვილი ადამიანები-კრომანიონელები.
  აი, რას წერდა ამის შესახებ პაუელსი: ,,თუმცა, არის ნიშნები, რომ ნეანდერტალელების გაქრობის
დროისათვის ან კიდევ უფრო ადრეც (ადრეო, კაცო!) ადამიანის თანამედროვე ტიპი არამარტო გავ-
რცელებული იყო მსოფლიოში, არამედ, თანამედროვე რასებიც ჩამოყალიბებული გახლდათ.”
  თუ ნეანდერტალელები ჩვენი უშუალო ,,წინაპრები” არიან, მაშინ საოცარია, როგორ შეძლო ერ-
თმა ნაწილმა გაადამიანება ევოლუციის გზით და მეორემ მაიმუნად დარჩენა ისურვა (ისე მსურვე-
ლი დღესაც ბევრია).
 
  აქ ჩამოვთვლი ,,პითეკთა” იმ შტოს წარმომადგენლებს, რომლებმაც ვითომდა დასაბამი მისცეს ად-
ამიანის ჩამოყალიბების პროცესს. მაშ ასე: ჯერ გაჩნდა დრიოპითეკი, მისი ევოლუციის შედეგად -
რამაპითეკი, შემდეგ ავსტრალოპითეკი - ,,ჰომო ჰაბილისი” (მარჯვე ,,ჰომო”), ,,ჰომო ერექტუსი” (გა-
მართული ,,ჰომო”, ნეანდერტალელი ...
  აქ, მრავალი წერტილი, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც უნდა დაისვას, რადგან ნეან-
დერტალელიდან-ადამიანამდე გარდამავალი რაღაც ,,გამართული” თუ ,,დაჯღორკილი” სახეობა არ
იძებნება და არც არასოდეს მოიძებნება, რადგან, როგორც ზემოთ ავხსენით, კრომანიონელი ანუ ნა-
მდვილი ,,ჰომო საპიენსი” ნეანდერტალელის ,,გარდაცვალებას” საკუთარი თვალით შეესწრო და ბო-
როტი ენები ამბობენ, რომ ქელეხშიც ყოფილა დაპატიჟებული და მოგუდულადაც უმღერია.
 
  მეორე გენიალოგიური შტო ასეთია: დრიოპითეკი-რამაპითეკი-ავსტრალოპითეკი-მარჯვე ადამიანი
და მოაზროვნე ადამიანი(კრომანიონელი). ამ შტოში ადგილი ვერ ჰპოვა ,,ჰომო-გამართულმა” ადამი-
ანმა ... სირცხვილი და ზიზღი მათ ვინც ეს ჩვენი ,,მუხლჩაუხრელი წინაპარი” ასე გულსაკლავად
დაჩაგრა. მოვითხოვ მას დაუბრუნდეს თავისი ადგილი იმ გენიალოგიურ შტოში, რომელიც მაინც
არაფრის მთქმელია.
  რამდენად სამწუხაროც უნდა იყოს, თვით პაუელსსაც მიაჩნდა, რომ ადამიანი ,,პითეკის” ევოლუც-
იის პირმშო გახლდათ ... (ღმერთო ჩემო, რატომ ასეთი სიჯიუტე?) და თვლიდა, რომ ამ ორ ,,ჰომოს”
შორის რაღაც რგოლი კიდევ უნდა არსებულიყო, რომლის ძებნასაც მთელი ცხოვრება შეალია ...
  ჰოდა! გავარკვიე, ვისი წინაპარია მაიმუნი ...
  ... ჩვენი არ არის! 


                                        ნაწილი მეორე
                              არაკი ადამიანის გამაიმუნებისა

                                        ,,დედაო ნეიტ! გადამაფარე შენი ფრთები,
                                        როგორც დაუსაბამი ვარსკვლავები.”
                                                    წარწერა ტუტანხამონის სარკოფაგზე.
  ,,მფრინავი საინი” ნარნარად დაეშვა ,,ყვითელი ჯუჯას” მესამე პლანეტაზე. მიწას ფეხი დაად-
გა ორმა ინტელექტუალურმა არსებამ. მათი სხეულის აგებულება მიუთითებდა, რომ ისინი ქალი-
სა და მამაკაცის ანთროპოლოგიურ ტიპებს წარმოადგენდნენ.
  - ჩემო, სიცოცხლევ! - წარმოთქვა მამაკაცმა - ჩვენ დავეშვით უსახელო პლანეტაზე, რომელ-
საც დავარქმევთ სახელად დედა-მიწას, პლანეტა ,,აია-დედის” საპატივცემლოდ და შევასრულ-
ებთ განსაკუთრებულ მისიას.
 
  - ჩემო, მეუფევ! - მიუგო ქალმა - მადლობელი ვარ სიურპრიზისთვის, მაგრამ ვერ ვხედავ ვი-
ზიტის მიზეზს, რა მისიაა ასეთი?
  მამაკაცს ოდნავ გაეღიმა და თვალი უსწორა თავზე წამომდგარ ბრდღვიალა ვარსკვლავს. ქა-
ლმაც ზეცისკენ მიაპყრო მზერა.
  - ამ ვარსკვლავს შენს სახელს, ,,მზეას” დავარქმევთ და შევქმნით სიცოცხლის უმაღლეს ინ-
ტელექტუალურ ფორმას! - თქვა კაცმა
  - ,,ჰომო საპიენსს” ? - გაიოცა ქალმა - სიმბიოზის გზით?

  - არა, აბორიგენულ ,,მასალას” გამოვიყენებთ, ,,ჰომო ჰაბილისს.”
  - მარტო დავტოვებთ დედამიწაზე?
  - ,,ბაზას” მოვაწყობთ და მუდმივად მათთან ვიქნებით.
  - მერე, სატანა?

  - ადამიანებს მარადისობას მივანიჭებთ, ამით დავიცავთ ბოროტებისგან. კოდით დავბლოკავთ
ინფორმაციას.
  - მაინც რომ სცადოს?
  - მაშინ, ,,დიადი გონი” დასწყევლის ,,ჰომო საპიენსს.”
  - ამ შემთხვევაში მისიის მიზანს ვერ აღვიქვამ!
- მისია ექსპერიმენტალურია. ეს ჩვენს ცივილიზაციას გამოადგება.
  ქალმა გაიღიმა. ხელები ზეცისკენ აღაპყრო და წარმოთქვა:
- დედაო ნეიტ! დაიფარე ,,პლანეტა-აია” შენი ფრთებით!
  ...დედამიწის განზომილებით ცხრა თვის თავზე, ფიზიოლოგიურად დაბადებყლმა ,,ჰომო საპიენ-
სის” ჭყლოპინმა ახალი ერის დაწყება ამცნო დედამიწაზე, სამყაროს.
  მისია წარმატებით დასრულდა. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები