ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2013


მაინც...

დილით ისევ თოვლზე პურის ნამცეცები
სასწაულით გადაიქცნენ ბეღურებად…
ეს ზამთარი ცივი არის გაცილებით
და დღეები რაღაც ისე მეძნელება,

ლამის წარსულს შევეკედლო, გეფიცები,
მომავალზე უკვე ფიქრსაც გავურბივარ.
ხო, თითებზე დასათვლელი რჩება წლები,
ვცდილობ... და თავს არ ვიტკიებ აუტკივარს.

ის, რაც ადრე მაღელვებდა,- არ მაწუხებს,
გულმა რეჩხით ამოფიცრა ნდობის ოდაც,
მაგრამ იცი? - ცა ფანტელებს ცრიდა წუხელ,
მე კი  - მაინც უშენობა გამითოვდა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები