ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
22 დეკემბერი, 2013


დანის რექვიემი

                                    დანის რექვიემი

ცეცხლს ხმელი კუნძი შევუკეთე. ნაღვერდალს ჩავაშტერდი. მერე მზერა ბუხრის ,,ნაოჭზე” შემოდე-
ბულ ღილაკიანი დანისკენ გადავიტანე. სიბერის გულჩვილობის, თუ ამ დანასთან დაკავშირებული
მოგონებების გამო, თვალები ცრემლებით ამევსო. შავ ჩარჩოში ჩასმულ მეუღლის სურათს შევხედე.
  სავარძლიდან წამოვიწიე და დანა ფრთხილად ჩამოვიღე. ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას ნივთს
ბავშვივით მოვეფერე ... ფიქრმა იმძლავრა ...
 
  ნაბახუსევი, გლობუსივით დამგრვალებული თავი, ბალიშიდან ძლივს წამოვწიე. საათს დავხედე,
თორმეტი სრულდებოდა. დაბინდულ ცნობიერებაში შეყვარებულთან დათქმული პაემანი წამომიტივ-
ტივდა. ვაგვიანებდი. ძლივს ავდექი და ფაცი-ფუცით მოვწესრიგდი. ქუჩაში გამოვედი.
  ტაქსის დანახვაზე მისუსტებული ხმით დავიკნავლე. მძღოლმა მანქანა ფეხებთან დამიმუხრუჭა. ჩა-
მოღებულ ფანჯარაში უროსავით თავი მოხერხებულად გამოატია და დამზერა ეჭვისთვალით განახო-
რციელა. მცირე ხნის შემდეგ მიმართულება აგდებულად მკითხა.

  რადგან ლაპარაკის თავი არ მქონდა, მუნჯური ჟესტით გეზი ვუჩვენე, მაგრამ განმარტებამ არ დაა-
კმაყოფილა, ხელი ნერვიულად გამიქნია, რითაც გამაგებია, რომ პასუხი არ მოეწონა. ისევ წამოვიკნა-
ვლე, თუმცა ამჯერად დანაწევრებული მეტყველებით:
  - მე-ე-ტრო რუ-უ-სთაველი!
  თავის დაქნევით დამეთანხმა.
  გვერდით მივუჯექი თუ არა, გაიკრიჭა:
  - რომ შემოგხედე, სასაფლაოზე წასაყვანი მეგონე.
  ,,დიდ იუმორისტს” ცერად გადავხედე. მან თავი სერიოზულად დაიჭირა, შეკითხვის დედააზრს ვერ
ჩავხვდი.
  - რატომ გეგონეთ? - ვკითხე გულუბრყვილოდ.
  - ისეთი სიფათი გაქვს, პირდაპირ დასამარხად ხარ გამზადებული.
  მისი ხვიხვინი აღარ მომისმენია. თავი ფანჯარაში გავყავი და შუბლი ნიავს მივუშვირე. ხუმრობით
გაღიზიანებულს ლენინის მოედნამდე ხმა აღარ ამომიღია.
  ჩემს მაგივრად, მძღოლზე შური განგებამ იძია. მოულოდნელად საბურავი გაგვისკდა. გულში ღვარ-
ძლიანად გამეღიმა. მან საჭეს მუშტები დაუშინა.
 
  ტაქსიდან გადმოსვლისას მრიცხველს დავხედე, მანეთი და ოცდაათი კაპიკი დაეწერა. ე.ი. ორი მა-
ნეთს მომთხოვდა. თუმცა ჯერ ხუმრობის საფასურის გადახდა მოუწევდა. ჯიბეში ხელები ჩავიწყვე 
და ძალდატანებით რამდენიმე ნაბიჯი ნეტარი სახით გადავდგი.
  - საით, ჯიგარო? - მომმართა შეშფოთებულმა.
  მოკლედ მივუგე, რომ პაემანზე მივიჩქაროდი.
ფული მომთხოვა. მე, შევიცხადე, მიცვალებულს სასაფლაომდე მიყვანაში ფულს ვინ ახდევინებს მეთ-
ქი?

  მან შემომიღრინა და მითხრა, რომ აქ სასაფლაო არ იყო.
  ლენინის ძეგლზე ვანიშნე. ისე გაცოფდა, მილიციის გამოძახებით დამემუქრა ... ჩავთვალე, რომ სა-
მაგიერო გადავუხადე, ფული ამოვიღე და გავუწოდე. ღიმილით გამომართვა, ბოდიშიც მომიხადა. თა-
ვის დაქნევით გავეცალე. ტროტუარს გავუყევი, მიწისქვეშ ჩავძვერი და მეტროს მივაშურე ...
  ესკალატორზე შევდექი თუ არა, იდაყვით სახელურ დავეყრდნე და თავი ხელზე აკაკი წერეთელი-
ვით ჩამოვასვენე. სიამოვნება ვიგრძენი, მაგრამ შუამდე მისულს, გუნება წამიხდა. კიბის თავში მილი-
ციელი შევნიშნე, რომელიც ნახევრადცარიელ სივრცეს ინდიელი ბელადივით ამაყად გადმოჰყურებ-
და. მზერა ძალაუნებურად გავუსწორე. გუმანმა მიმახვედრა, რომ ზემოთ ასული, მისი ,,კერძი” შევიქმ-
ნებოდი. ტანში გამცრა. ჯინსის უკანა ჯიბეში ღილაკიანი დანა მედო, რომელსაც მხოლოდ პაემანზე
ვატარებდი, ვითომდა შეყვარებულის უკეთ დაცვის მიზნით, რადგან ასეთ სიტუაციაში უცნობთა მხრი
მხრიდან ნებისმიერი შეურაცხყოფა პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩენილიყო, რათა ლაჩრად არავის
ჩაეთვალე, პირველ რიგში კი შეყვარებულს ... ჩემი ბედი დავწყევლე, რაღა ახლა შემომეფეთა ეგ ძა-
ძლი მეთქი? ...

  სხვა გზა არ მქონდა, დანა უნდა მომეცილებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ლომის ხახა-
ში აღმოვჩნდებოდი. ხელები ზურგზე დავიწყვე. დანა ჯიბიდან ჩუმად ამოვაცურე და ძირს დაგდება
დავუპირე, მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ ხელიდან გამომართვა.
  - არ მოიხედო! მილიციელი გვიყურებს - ჩამესმა ყურში ნაზი, ხავერდოვანი ხმა.
  მილიციელს მზერა გავუსწორე და ამაყად ავსრიალდი ,,დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვილე-
ბის” ბელადის ჩინგა-ჩგუკის სწორუპოვარ შთამომავალთან - ,,მახვილ თვალთან.”
  ფეხი გადმოვდგი თუ არა ესკალატორიდან, გავიგონე მისი მოგუდული ხმა:
  - თქვენი საბუთები, მოქალაქევ!
  მართალია, ცოტათი დავიბენი, მაგრამ გულუბრყვილო გამომეტყველება მივიღე და მივუგე:
  - არა მაქვს!

  ამ ,,ოფიციალური ნაწილის” შემდეგ მან განყოფილებაში ,,მიმიპატიჟა,” რომელიც იქვე, მეტროს გა-
სასვლელის გვერდით ოთახში მდებარეობდა.
  კარების მიხურვას, როგორც სჩვეოდათ, ღრენა და შემდეგი სიტყვები მოაყოლა:
  - აბა, ამოალაგე ყველაფერი, ჯიბიდან!
  ბრძანებას დავემორჩილე. ერთი კოლოფი სიგარეტი, სანთებელა, ორი წითელთუმნიანი და ხურდა
პატიოსნად დავალაგე მითითებულ დაბალ მაგიდაზე. გავიღიმე.
  - გაცინებ, მე შენ, სადაც საჭიროა! – თქვა მუქარით და ნივთებს გადახედა. მერე მკვახედ მომა-
ხალა - დანა, სად წაიღე? ... რასაც ხელის მსუბუქი მოძრაობა მოაყოლა, შარვალი შემიმოწმა. 
 
  მუხლებში ერთბაშად მოვწყდი. ხელ-ფეხი წამერთვა და ენა დამებუჟა ... ,,ალბათ, დამინახა მეთქი”-
თავში გამიელვა. ძლივს გავუსწორე თვალი. მისმა ბრიყვულმა გამომეტყველებამ მიმახვედრა რომ 
მცდიდა. გამოცდა ასე არ უნდა მეთქი, პირდაპირ მივახალე რომ წარმატებული სტუდენტი ვიყავი.
  ყური არ მათხოვა. ,,სტუდენტი თუ არა,შენც დეკარტე მყავხარო” ! - ისე მითხრა, თითქოს მთელს
მათემატიკურ სამყაროს ხელის ჩამორთმევით იცნობდა. მეტიც, კიდევ უფრო გამაკვირვა: ,,სკოლაში 
კარგად ვსწავლობდი და ნიუტონის ბინომს სულ ღმა-უკუღმა ვხსნიდიო” ... 
  მორცხვად შევაქე, მაგრამ არ დამაცალა. ,,უნდა დაგაჯარიმოო” - მკვახედ მომახალა.
  ასეთმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ აღმაშფოთა ... ისევ გამაჩუმა.
  წინააღმდეგობის გაწევა აღარ მიცდია. იმის თქმა, რომ ფული არ მქონდა, არაფერს მომცემდა, რა-
დგან ფაქტი მაგდაზე იდო.
 
  მან ჩემი აზრი ფურცელზე დაწერილივით წაიკითხა, ამასთან განმიმარტა, რომ მხოლოდ სამი მა-
ნეთით დამაჯარიმებდა.
  ,,ხურდა არა მაქვს მეთქი”! - ვუთხარი ... ,,არა უშავსო,” მომიგო.  დამამშვიდა, რომ ფულს თვითონ
დამიხურდავებდა. თან ქვითარსაც მომცემდა.
  ქვითარზე უარი განვაცხადე, მაგრამ არ დამეთანხმა. გადაშლილ ჟურნალში რაღაცის წერას შეუ-
დგა.
  ისე დაწვრილებით გამომკითხა ჩემი ბიოგრაფია, თითქოს ,,ლენინის ორდენზე” წარსადგენად მამ-
ზადებდა ... ამ ბოდიალს ნახევარი საათი მოანდომა, მერე ჩემი ქონება დამიბრუნა და განყოფილები-
დან თითის დაქნევით გამომისტუმრა.
  ფოიედან ქუჩაში გავედი. თვალების ცეცებას მოვყევი. შეყვარებული არსად ჩანდა. ალბათ ჩემმა 
დაგვიანებამ გააბრაზა. 
  გავღიზიანდი. ბედი მრავალჯერ დავწყევლე. სიკვდილიც ვინატრე. მეტროს ზურგი შევაქციე და
ზეცაში ერთ წერტილს ჩავაშტერდი.
 
  ვიღაც შემეხო მხარზე. სწრაფად შევბრუნდი. ჩემს წინ არამიწიერი არსება იდგა ... არაბუვებრივი
ღიმილით ...
  ... პირველად ვხედავდი ...
  ყურში მიჩურჩულა:
  - დანა ჩანთაში მაქვს, თუ გნებავთ გადმოგცემთ!
  ... გავუღიმე ... და ეს ღიმილი, დღემდე შემორჩა მეხსიერებას.
  ... ორი თვის თავზე ჯვარი დავიწერეთ ...

                                                                თემური 
 
   
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები