ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2013


ისევ იანვარი...

ისევ იანვარი, ნაბახუსევი და მერე მარტოობა....
ქალი მეგობარი, ქალი სატანა და ცოდვის მისტერია.
სულ რომ არ მეგონა მაშინ მდევნიდა და მაშინ მღალატობდა,
გულში ეს რამხელა დარდი მქონია და თურმე დამტევია...

მინდა მჯეროდეს და ყველა პატიებას ერქვას დავიწყება.
მიკვირს ყველაფერი ჩემთვის ძნელია და სხვისთვის ადვილია...
გრძნობაც მაჭარია, ჯერ ქვევრს გახეთქავს და მერე დაღვინდება,
მიჭირს დაჯერება, როგორ მექნებოდა ის რაც არ გვქონია.

ახალს დავიწყებ და  მეც რომ არ მოველი ისე დავამთავრებ.
თეთრი სევდაა და ვიღაც უჩინარი ბერტყავს ფანტელებად.
ჩვენი მეგობრობა; მუჭში ნაგროვები ოქროს თავთავები,
ახლა ახალიწლის, ბოლო ღამეა და ბოლო გათენება.

ისევ იანვარი ნაბახუსევი და მერე მარტოობა...
სახლებს მოხდენია ქედზე მოგდებული თეთრი ბერეტები,
წლები გადიან და... წლები მთავრდებიან ისე გალანტურად...
ცოტა დამრჩენია, ხოდა დასაკარგად აღარ მემეტები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები