ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2013


თავისუფლების ძიებაში

მე მოვდიოდი დედამიწაზე არა იმიტომ რომ უბრალოდ მეარსება...
ისინიც მოდიოდნენ აქ, დედამიწაზე ჩემთან ერთად.
მე მინდოდა სხეულის გარეშე მეცხოვრა სულის სიმშვიდეში. ამიტომ უცხო გალაქტიკიდან გამომაგდეს სხვა არსებებმა, რომლებიც არ ჰგავდნენ ადამიანებს.
მე მინდოდა სულის სიმარტოვეში ცხოვრება, მაგრამ არ მინდოდა მარტოობა. ამიტომ მომეცა არჩევანის უფლება და მე ისინი ავირჩიე. დავიბადეთ დედამიწაზე მეც და ისინიც. მე ვცდილობდი მეარსება მათთან ერთად, მაგრამ ისინი მიდიოდნენ სადღაც ჩემ გარეშე. მე დავიწყე ძებნა, თავისუფლების ძებნა და გადავწყვიტე საზღვრებს იქით წასვლა მათთან ერთად, მაგრამ მათ აირჩიეს არსებობა უჩემოდ.

მე რომ მოვდიოდი უფორმო სამყაროდან სივრცეში, გზა ამერია და აღმოვჩნდი დედამიწაზე. და რა ყოფილა ეს მიწიერი ცხოვრება, ისე გიზიდავს, ისე გითრევს, არ გაძლევს საშუალებას, წახვიდე საზღვრებს იქით, არ გაპოვნინებს თავისუფლებას, მხოლოდ მისი პოვნის წყურვილს გაძლევს... თავისუფლების საძებნელად წასულმა გალიაში ამოვყავიე თავი... ბოლოს აქ დავასახლე ჩემი უსხეულო სული.

მე მინდოდა ცხოვრება უსხეულოდ, სულის სიმშვიდეში, მაგრამ არა მარტოდ. მე დავდიოდი პლანეტებზე თავისუფლების საპოვნელად და დედამიწაზე დაგებულმა ხაფანგმა დამიჭირა. დღემდე გამომწყვდეული ვარ ამ უზარმაზარ გალიაში მარტო.

მე მინდოდა მათთან ერთად საზღვრებს იქით წასვლა თავისუფლების საძებნელად. მაგრამ მათ აირჩიეს გზა უჩემოდ.
მე მინდოდა მეპოვნა თავისუფლება, მაგრამ გალიაში გამომწყვდეულმა მივხიდი, რომ ის არ არსებობს დედამიწაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები