ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2013


ბუხრის სევდა...

იარებივით შეუხორცდა წარსული ბუხარს.
ჩაშავებია უპეები ვერდამწვარ კუნძებს...
დროდადრო ისე მოგუდულად სიღრმიდან ოხრავს,
რომ მისი ხათრით ამ ზამთარში  სიცივეს ვუძლებ.

იანვარია ახლა ლამის კარზე მომდგარი,
(ბუხარს კი მხოლოდ ჩანავლული ცეცხლი ადარდებს.)
გაქრა სიმშვიდე და რაც უფრო მეტი დრო გადის
ყველა მზისჩასვლას ხურდებივით ვითვლი ათამდე,

ერთი დღე,- მერე ამოსუნთქვა და ღრმა ჩასუნთქვა...
თეთრეულივით ჩაკეცილი აწმყო უჯრაში.
კაიხანია ღია კარებს "მოდი" არ უთქვამს
და მგონი ზამთარს ებუტება ჩემი ბუხარიც.

რა უცნაური მონატრება სცოდნია ბუხარს
მოგონებებიც ბრიალებენ უკვე ჩამქრალი,
ვუცქერ და ახლა იმ გარდასულ დღეებზე ვწუხვარ
ამ ზამთარს კვლავ რომ გააღვივებს ძველი ნაცარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები