ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: საბავშვო
31 დეკემბერი, 2013


ყველაზე "დრუნჩა"

დათვი  ''დრუნჩა" ზამთრის ძილიდან ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი იყო, თანაც მაგრად შიოდა,  უბრალო საქმე ხომ არაა. მთელ ზამთარს ბუნაგში გაატარა, არც დედა დათვმა მიაკითხა დასანაყრებლად და არც ნაცნობ--ახლობლებმა.არც სიმღერა იცოდა დათუნია დრუნჩაზე , ერბო  და თაფლი რომ ერგო, თორემ ალბათ ამით  გაიხალისებდა თავს. კუჭი კი დიდზე დიდი და ამოუვსებელი ჰქონდა.  აბაჯბაჯდა, მიიხედ- მოიხედა და როცა საკბილო ვერაფერი ნახა, აყვავებულ შინდის ხესთან წამოწვა. შინდის ხეს ლამაზი ყვავილები გამოესხა, ირგვლივ კი სხვა მცენარეები ჯერ არ აყვავებულიყო.

----ყველაზე ადრე გამოსულია და ყველაზე ადრე მოისხამსო--ჩაიდუდუნა  გულში.
დაბინავდა ამ ხის ძირში და  ხილის დამწიფებას დაელოდა.
ამასობაში ჩასძინებია.
გამოეღვიძა და შინდზე ისევ ყვავილი ასხია, ჯერ ყვავილიც არ განასკვულიყო.
----დავიძინებ და ვიდრე დამწიფდება, აქვე ახლოს ვიძინებო.---კიდევ მრავალჯერ ჩაიდუდუნა


მას შემდეგ აყვავდა ტყემალი და ატამი, ჭერამი და ტყის კენკრა, დაიყვავილეს, დამწიფდნენ და კიდევაც
მოიმადლიერეს ტყის ბინადარნი...

შინდი კი შემოდგომაზე, ყველაზე გვიან დამწიფდა და "დრუნჩა" გაწბილებული და მოტყუებული დარჩა.


                          ახალ 2014 წლის დადგომას გილოცავთ ჩემო ურაკპარაკელებო და მეგობრებო.გაწბილება და იმედგაცრუება
                          არასოდეს ეგრძნოს თქვენს გულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები