ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
3 იანვარი, 2014


ახლა მე უშენოდ

        ახლა მე უშენოდ ვცხოვრობ, ერთ პატარა ოთახში ,  სადაც ხანდახან ღამით თაგვების წრიპინი მესმის და მაღიზიანებს
მათი ზრუნვა ერთმანეთზე.
        დილით ისევ  შემოვა  მწვანეთვალებიანი ქალი  და ნემსს  დამარჭობს. უკვე აღარ ვრეაგირებ,  არ ვაგრძნობინებ,
რომ მტკივა  და ამით სიამოვნებას არ მივანიჭებ. როცა გავა, ცრემლებს მაშინ ჩამოვიგორებ ქუთუთოებზე, ჩემი ნება არაა?
მთელი დღეც რომ ვიტირო, მეტად მაინც არავინ შემომაკითხავს. მიყვარს ეს დრო, როცა მარტო ვარ და მთელ დღეს  ჩვენ
ალუბლის ხეზე  ფიქრს ვიწყებ...


    ანი-დან  ჰაე-მდე ჩემი ხარ...

მერე რა, რომ ჩამაცვეს ეს  პერანგი და ხელებგადაგრეხილი აქ შემომადგეს.  მალევე  ხომ გამხადეს?!...არც ვნანობ,
რომ სიყვარულმა გამაგიჟა. იმ გრძნობამ, რომ მინდოდა მოგფერებოდი, მაგრამ ვეღარ გეხებოდი და შენს სურნელს
ვერ ვგრძნობდი, ჭკუაზე შემშალა,  სხეული ამიწვა და ტვინი ამიდუღა.

ცრემლებით პატარა აკვარიუმი ავავსე და როცა ოქროს თევზს  მომიყვან,  მასში ჩავსვათ...
    ახალი წელიც უშენოდ გავატარე ამ ყრუ კედლებში, ველოდი როდის დამირეკავდი და მომილოცავდი.ყველა ზარზე შენ
მახსენებოდი  და გული მეკუმშებოდა, სისხლი მიმოქცევას წყვეტდა და არსებობის განცდას  ამუხრუჭებდა.

    ახლა მე უშენოდ ვცხოვრობ ამ კედლებში და მაინც ანიდან ჰაემდე ჩემთან ხარ.
      თევზები მაინც მომიყვანე.... არ მინდა ჩემი  აკვარიუმი დაშრეს
    (ჩემი კედების თასმებს ბოლო ასჩეჩვია და  ასანთის ღერით თავი მინდა მოვუწვა, იქნება არ დავეცე)


    ხანდახან ფანჯრიდან მთვარის კუნჭული მოჩანს.ეგ კუნჭული მთელ მზეს მირჩევნია, მისი ჩრდილი სახეს მინათებს
და ალუბლის ხეს ვხედავ, შენ გხედავ და ალუბლის ტოტებს.ღამით ორივე ძალიან ლამაზი ხართ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები