ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2014


სიმშვიდეს ვეძებდი...

 

  ერთმანეთს  რამდენი წელია  ვეძებდით,  ვეძებდი სიმშვიდეს,  რომელსაც  მანიჭებ,
  სიმშვიდე  წვიმის და ღრუბლის იმ წვეთშია, სურვილით და ვნებით ჩემამდე რომ აღწევს,
  ამ  წვიმის და ქარის მე  მადლიერი ვარ, სველი თმა  ტუჩებზე  ნაზად  რომ შემახო...
  შენს გამო ქარიშხლის  აღარ მეშინია, მაგ  წვეთმა    ქარიშხლის შიშიც კი ჩაახშო.
  ფიფქი  მე  შენს ნაცვლად  მკერდზე გადამადნა , რამდენი ხანია ამ განცდას ვინახავ,
  შეხებამ  ძარღვებში  სისხლი აგვიდუღა,  ვცეკვავთ  ვალსს  და მთელი სხეულით მიყვარხარ.
  შენში სიმსუბუქეს  ვეძებ და ვმშვიდდები,  მძლავრ მკლავებს მომხვევ და სიყვარულს მპირდები,
  რამდენი ხანია შენს სუნთქვას ველოდი, მე შენზე ფიქრებში  დავღალე  რითმები,
  თუ ჩემსკენ გადმოდგი ეს ბოლო  ნაბიჯი,ჩამიკარ გულში და გამათბე მზის დარად,
  ის ზღვა გადმოცურე, რომელიც გვაშორებს , შენთვის  იუვენტა  ვიქნები მე მარად...
     
                                                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები