ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2014


სვანური ზარი

(ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დროს  დაიღუპა.

        ბატალიონის ასეულის მეთაური    მუხრან შუკვანი  )

                           


ვილაიეთში  რა  უნდა  მუშვან  მარეს*?!

ახლა, თივაა  გასათიბი  ბეჩოს,

ვილაიეთში  ბობშარს*  ტყვია  დაახალეს

მუშვან  მარე    ბობშარს  არ  ერჩისო!

ვოი,ვოოო დედეშ!


ყინულის ჯოხები  აღმართეს  მახვშებმა:

„_ვილაიეთში  რა უნდა მუშვან მარეს,

რომელ  მიწაზეც  მარე  გაჩნდება

იქ,უნდა  მოკვდეს და  დასამარდეს.“

ვოი,ვოოოო, დედეშ!


,მარეს  ბეჩო სათიბისკენ  უხმობს,

მარემ  სათიბისკენ გზები გადარაზა.

იმზირება  შხარა, სისხლგამშრალი მუხბე.

სასახლე  ზარით  გაუდია მხარზე.

ვოი,ვოოოო, დედეშ!

ახალ კოშკში უკვე,

მარე აღარ სახლობს.

თიბათვეში, იმ  გაცრეცილ,

იმ გაცრეცილ დილით

ხოჩა ჭიშხუ ამ ხიდა,

ამხიდა ალ ოჯახოო!“*—და

კოშკში მახვშივით დაბრძანდა

სიკვდილი.

ვოი,ვოოოო, დედეშ!

ვილაიეთში  კაცებს - თავის  მიწა მიაფარეს,

ვილაიეთშიც,  მარესავით კაცებია,

  აწი, თიბათვეში  იქნება ლიფანალი*,

ღრუბლებს  ჯიხვებივით  დაწველიან.

ვილაიეთში რა უნდა მუშვან მარეს.

ვოი,ვოოოო, დედეშ!

ვოი,ვოოოო, დედეშ!



*
მუშვან  მარე- სვანი კაცი

*ბობშარ-ბავშვები

ხოჩაჭიშხუ ამ ხიდა,ალ ოჯახო!- ­­კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში.

ლიფანალი - მიცვალებულის მოსახსენიებელი დღე სვანეთში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები