ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
4 იანვარი, 2014


სიკვდილის მზე

                                  სიკვდილის მზე   
 
                                              ,,ღვინო, ქალი, ბარბითი,
                                            მე ეს ნაღდი მომეცი
                                              და თუ გინდა აიღე                                             
                                              ეს სამოთხე ნისიად.”
                                                     
                                                          ომარ ხაიამი

  - ძია, კაცო! ღამეს ვერ გამათევინებ? - ჰკითხა მწყემს ქოხის კარებში მოულოდნელად გამოჩენი-
ლმა ყმაწვილმა და გაუბედავად მოავლო მზერა აშმორებულ ოთახს.
  მოპირდაპირე კუთხეში, სახელდახელოდ გამართულ ბუხართან მოხუცი ჩამომჯდარიყო, რომელ-
იც გამურულ ქვაბს კოვზით გულმოდგინედ ურევდა. ხმის გაგონებაზე გვერდი ზანტად იბრუნა და
წყნარად წარმოთქვა:
  - მობრძანდი, სტუმარი ღვთისაა!

ყმაწვილმა მიპატიჟება გულღიად მიიღო. გაუხარდა, რომ ქოხში მასპინძელი დახვდა. ტაბლასთან
შედგა, უხერხულად ჩაახველა და სამფეხზე ჩამოჯდა.
  - უჰ! არ ველოდი, დამაღამდა! - თქვა ისე, თითქოს თავს იმართლებდა.
  მოხუცმა ვახშამი შესთავაზა, თუმცა პასუხს არ დაელოდა და სახელი ჰკითხა. 
  ყმაწვილმა გაუბედავად წარმოთქვა: ,,გურამი მქვიაო” და დაამატა: ,,მგონი, დამაღამდა”! -
  მასპინძელს ცალყბად გაეღიმა:
  - გურამი-დამაღამდა გქვია თუ, მართლა დაგაღამდა? ... მე ჟორჟიკა ვარ, მწყემსი!
  გურამსაც გაეღიმა და ისევ გაიმეორა:
  - მგონი, დამაღამდა!
  - მარტო შენ არ ხარ ამ დღეში, მეც დამაღამდა! ამ შუაღამით, საით ყოფილხარ?
  - კალმახზე, ჟორჟიკა ძია!
 
მოხუცს ცხვირ-პირი დაემანჭა ... დაბლა მდინარის გასწვრივ ბილიკი გადიოდა, რომელსაც ნარ-
კომანები ,,სავლეს” ხეობით ოკუპირებულ სოფლებში გადასასვლელად იყენებდნენ. ბილიკს წყალ-
წყალ ისე მიუყვებოდნენ, რომ სამანქანო გზაზე გამართულ ,,ხერგილს” გვერდით ტოვებდნენ ... ეს
ყმაწვილიც, ალბათ ამ მარშრუტის მოტრფიალე გახლდათ და ღამეში გზა აებნა ან უკვე, ,,წამლით”
ხელდამშვენებული უკან ბრუნდებოდა და ღამისგასათევად შემოეხეტა.

  მან არ შეიმჩნია:
  - ხომ არ გეძებენ? - ჰკითხა უდროვო სტუმარს.
  - ალბათ, მეძებენ, ! - თქვა გურამმა - ძმაკაცებს მოვწყდი, გზა ვერ გავიგენ ღამეში!
  მოხუცმა თავი გადააქნია. ფეხზე წამოდგა და კარებთან მივიდა.
  - წავალ, დავხედავ! - წარმოთქვა სტუმრის გასაგონად
  გურამი შეშფოთდა:
  - დილამდე დავიცდი და მერე გზას თვითონ გავიგნებ!
  - საქონელს დავხედავ!  ჭამა თუ გინდა, ლობიო ქვაბშია! - ჟორჟიკა ქოხიდან გავიდა.
  გურამმა შევებით ამოისუნთქა და ტახტზე წამოწვა. მწყემსის უკმეხი სიტყვა, იწყინა, მაგრამ არ შე-
იმჩნია. სამშვიდობოს რადგან გამოაღწია, გათენებას უნდა დალოდებოდა ... ჭამით კი შეჭამდა, მაგ-
რამ ლობიო არ უყვარდა ... სამ-ოთხ საათში გათენდებოდა ... გვერდი იბრუნა და ძილს მიეცა ...
 
. . . ხეობის თავზე მზე ოდნავ ამოიწვერა. ჯანღმა ,,კალთები აკრიფა,”  ზეცას სილურჯე შეეპა-
რა. გურამს გამოეღვიძა.
  ქოხიდან გამოვიდა შუა ეზოში შედგა, ხელები გაშალა და ხმამაღლა დაიძახა:
  - ე-ჰე-ჰე-ჰე-ე! - მერე კი ხელები ზეცისკენ აღაპყრო.
  ზურგიდან ჟორჟიკას ხუმრობა მოესმა:
  - ტყეში ხომ არ ხარ, შვილო? რა გაღრიალებს?
  სწრაფად შებრუნდა. მასპინძელი, ჯორკოზე ჩამომჯდარი ძროხას წველიდა.
  - მზეს მივესალმე, ჟორჟიკა ძია! - აუწყა მოხუცს
  - მერე კი, გაქვს ამის უფლება?
 
  გურამმა კითხვას თავი აარიდა, თითი დასავლეთისკენ გაიშვირა და იკითხა:
  - იქით წავიდე?
  - დაღმართზე ჩასვლა ჯერ მე დამაცადე, შენ აღმართი გაქვს ასავლელი! - მიუგო ჟორჟიკამ
  - არ მომწონს აღმართი, მზე მომჭრის თვალებს!
  - სიცოცხლეს გაუფრთხილდი, ბღარო!
  - ჩემი სიცოცხლის მცველად, შენ ვინ დაგაყენა ჟორჟიკა ძია?
  - მოეშვი ამ ჟორჟიკა ძიას! ვიცი ვინცა ვარ! ... უფალმა დამაყენა! თუ ვაჟკაცი ხარ ,,წამალი” გა-
დააგდე! ხომ ხედავ, ყველაფერს გამოვერიდე და ამ უმანკო ბუნებაში ვაღამებ ჩემს დღეებს! ... თავა-
ზიანობას ტყუილად იჩენ, უკან მოსაბრუნებელი გზა უკვე გადაჭერი! ... ჩემთან მეორედ ვეღარ დად-
გები.

  - ,,წამალი” ამომაცალე? - გურამმა ჯიბეზე იტაცა ხელი
  - ოხუნჯობ გურამ?
  - აბა, გამჩხრიკე?
  - არც მიფიქრია! გაჩხრეკა რად გინდა ,,შუბლზე გაწერია”... ტყე-ტყე ხეტიალი მაინც არ გეზარე-
ბათ? ან რამდენი ხართ თქვე სალავათძაღლებო!  ჭინკებივით რომ მეცხადებით ყოველ საღამოს?
  - თავს ნუ მაჩვენებ ანგელოზად, პურის ნატეხი დაგენანა ჩემთვის!
  - მე, მასპინძლობას ადამიანებს ვუწევ! ... ერთი მიბრძანე, სადაური ხარ, ასე რომ ,,ჭიკჭიკებ” ?
  - ქალაქელი ვარ ჟორჟიკა ძია! ... ქალაქელი! აქ, ბებოს ვსტუმრობ, სოფელში.
  გურამმა ხელი აიქნია, მერე კი ბილიკს დაუყვა. ათიოდ მეტრი რომ გაირა ჟორჟიკამ დაუძახა:
  - მოდი და დარჩი ჩემთან, მთელ ზაფხულს შეგინახავ, ,,წამალს” რომ ,,გადააგდებ” საითაც გინდა
იქით წადი, ორთავე მოვიხდით ჩვენს წილ ვალს!
  - ჩვენ მოვალენი არა ვართ, ჟორჟიკა ძია! ... ვალს ძმაკაცებთან მოვიხდი! ... შენთან კი ისევ ამო-
ვალ, სიკეთეს ვერ შეელევი!
  გურამი ბილიკზე დაეშვა.
  - მაშ, რისთვის ატარებ მაგ ჯვარს ან ჩემი ასეთი სიკეთე რაში გარგია? - დააწია სიტყვა მოხუ-
ცმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები