ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
11 იანვარი, 2014


მარტო

                                            " არ მეგულება  უფრო დიდი ძალა ამქვეყნად,
                                            მხოლოდ სიყვარულს შეუძლია  ცვალოს სამყარო,
                                            უბრალო ქალიც შეიძლება  გახდეს ღვთაება,
                                            საკმარისია რომ შეიყვარო!"

პირობითად მას  N  დავარქვათ, რადგან იგი არც პირველია და არ უკანასკნელი. ბატონი  N  თავის დროზე ჟურნალისტი გახლდათ, კარგი ლიტერატორი და გაზეთში მუშაობდა. ხელფასიც ქონდა,  ისეთი რომ  არაუშავდა.  ოჯახი და შვილები განებივებული და დაპურებული ჰყავდა. მოსიყვარულე მეუღლე, მთიული ქალი. მერე ცხოვრება რომ აირია, ვიღას ეჟურნალებოდა და დარჩა  უმუშევარი. ცხოვრება გაუჭირდა, შვილების გაზრდა. როგორც იყო, ეს გაჭირვებაც გადალახა , შვილებს ასწავლა, წამოეწივნენ, სამსახური და  ხელფასი გაიჩინეს და თავი გაჰქონდათ.
თუმცა ცხოვრებამ საბოლოოდ მაინც გატეხა, მეუღლე ავად გაუხდა და ლოგინად ჩავარდა,  N- ის მოსავლელი გახდა.
მიდგა -მოდგა ბატონი  N, მაგრამ სამსახური ვერსად იშოვა. ვერც მეგობრები დაეხმარნენ, ჩვენი ასაკის ვიღას ვუნდივართო, კომპიუტერი ჩვენ არ ვიცით და ინტერნეტის არაფერი გაგვეგებაო.
    დაინტერესდა.
ბიჭის კომპიუტერს შეეთამამა, კლავიატურას მიეჩვია, მერე ძველი საქმიანობა გაიხსენა და ერთი-ორი ნოველაც შემოეწერა.
კონკურსებია და გააგზავნეო---ვიღაცამ ჩააწვეთა იდეა.
ბიჭს გააგზავნინა.
სამ კვირაში პასუხი მოუვიდა, თქვენი ნოველა გამარჯვებულია და დაჯილდოებაზე მობრძანდითო.
გაეხარდა...
პრემია წამოეშველა ოჯახს...
მეუღლესაც წამლები უყიდა და ...
კიდევ დაჯდა დასაწერად...

უკეთესის დაწერას ცდილობდა...
დილით ადრე დგებოდა,  ჯერ  მაწონი და რამე დიეტური  მეუღლისთვის უნდა ეყიდა,აფთიაქში რამდენიმე პამპერსსაც იყიდდა, შვილი რომ არ შეეწუხებინა ამდენი რეცხვით. (შვილებს დედა არ მობეზრდეთო, მისი მოვლა საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული)
---წუხელ როგორ გეძინა  თამრიკოო--ცოლს გამოელაპარაკებოდა.
----მეძინა, არაუშავდაო, შენ კი წუხელაც გვიან დაიძინე, თვალები როგორ გიძლებს სულ კომპიუტერთანო---წუხილით უპასუხებდა  ცოლი.
----ვწერდი და იქნებ რამე გამოვიდესო ---და ჩაუჯდებოდა ისევ.
თუ ბიჭი სამსახურში წავიდოდა, კომპიუტერზე მონოპოლიაც მას დარჩებოდა .
მერე ლიტერატურულ საიტს გადაწყდა, იქაც აქვეყნებდა. სტატიებს ჟურნალშიც გზავდიდა...ჰონორარი მცირე იყო, მაგრამ სახლიდან გაუსვლელად მეტი რა უნდა იშოვო  კაცმაო---თავს ინუგეშებდა.

M ინტერნეტით გაიცნო. მასავით  მარტოსული იყო. ორჯერ თვითონ მიწერა, მერე მანაც მოწერა.საერთო ინტერესი აღმოაჩნდათ, სულიერადაც ახლოს იყვნენ, ერთმანეთს გულისნადები გაუმხილეს.რაღაცამ გული გაუთბო,რომ ეგონა მის გულს აღარაფერი გაახარებდა , თვითონაც უკვირდა: რაღაც  გულს ეხარებოდა, როცა კომპიუტერს მიუჯდებოდა და მისი წერილი დახვდებოდა, შეუფრთხიალდებოდა გული და  20 წლის ბიჭივით გაიხარებდა. ამას, რა თქმა უნდა არავის ეუბნებოდა, მაგრამ მის გულში, გულის კუნჭულში სიხარულის  ნაპერწკალი  სიცოცხლის ხალისს უათმაგებდა.
---რა ცოტა მყოფნისო---გაიფიქრებდა. არა,  სინანულს არ გრძნობდა, არავის არაფერს აკლებდა, უბრალოდ მის ცხოვრებას რაღაც განცდა დაემატა, ახალგაზრდული, გამოუცდელი, მაგრამ სასიამოვნო.
კომპიუტერთან გვიანამდე შემორჩებოდა და როცა მეუღლე  ჩუმად ეტყოდა:
--- სინათლე  ჩააქრე და დაისვენე არ გვიჭირს მასე, შუაღამემდე რომ არ წერო  ფულისთვის, ერთი ხნის ხარ, თვალები გაგიფუჭდებაო---მანამდე იქაურობას მოწყვეტა არ  უნდოდა...ტკბილი სიტყვებით ისე იყო  გაბრუებული.


ლექსიც მიწერა...მანაც...
რაღაც ძაფები გაიბა მათ შორის.უხილავი ძაფები, რომელიც ყველა მანამდელ თოკზედაც  კი უფრო მძლავრი და შეურყეველი იყო. ამ თოკს ჩაებღაუჭა, თუმცა თვითონც არ იცოდა, ეს როდემდე მოუტანდა შვებას.თანახმა იყო სულ მცირედზეც, ოღონდ არ დამთავრებულიყო...ამის დამთავრება სულ სხვა დამთავრებას ნიშნავდა.


M
                                                       
დილით ოჯახს მოუვლიდა, ავადმყოფ მეუღლეს ასაუზმებდა , მერე მის ეტლს ახლოს მოიწევდა და ...წერას იწყებდა.

წერდა, ტიროდა თვითონაც და ტიროდა მეუღლეც...

თუ  იმ პერიოდს იხსენებდა, როცა ერთმანეთი გაიცნეს, ორივეს უხაროდა...მერე  შვილებზე დაწერდა და მაშინაც უღიმოდნენ ერთმანეთს.


ავარიის ანდა იმ გაუსაძლის წლებზე თუ წერდა, ცრემლიან თვალს აარიდებდა მეუღლეს და :
---წამოდი, წამოგაწვინო, დაიღლებოდიო---მზრუნველად ეტყოდა.

კაცი უკვე რამდენი წელია, ვერ მუშაობდა. ქალი კი თავს არ იზოგავდა, რომ მეუღლისათვის არაფერი  დაეკლო. შვილებსაც უნაწილებდა სითბოსა და სიყვარულს.
რამდენი წელია ახლობლების და სტუდენტი შვილის შესანახი იყვნენ, თუმცა  თვითონაც  მუშაობდა, მაგრამ  ამას რა მუშაობა ერქვა...ახლობელმა , ჟურნალის რედაქტორი რომ იყო, ტექსტების კორექტირება შეუთავსა და ორიოდე თეთრს ხელფასის სახით ანგარიშზე ურიცხავდა.  წამლის ფულად ყოფნიდათ და  გადასახადებსაც ამყოფინებდნენ როგორღაც.


მერე  N  გაიცნო,ერთმანეთს გაუგეს...ბოლო დროს მეუღლის ეტლსაც იშვიათად მოიწევდა ხოლმე ახლოს...მოარიდებდა, თვალი არ მოკრასო...  მის გაუხარელ ცხოვრებას რაღაც სხივი გაუჩნდა, ვინ ხედავდა მაგრამ მაინც, თმას მოიწესრიგებდა, სუნამოს მოისხამდა.


პირველად, როცა სატრფიალო ლექსი მოწერა, აღელდა...გაწითლდა. მერე თვითონაც მიწერა და უხილავი სულიერი ძაფი გულის ძარღვში გაუყარა...ერთმანეთს სულ მცირე სიხარულსაც კი უწილადებდნენ...მხოლოდ მთავარს არ უმხელდნენ და არც რამით ავალდებულებდნენ.
გულში თუ სხეულის რომელიღაც ნაწილში,  რაღაც თბებოდა.  აფერადებდა ,სინათლედ და სიმშვიდედ იღვრებოდა.

Nის დაჯილდოებაზეც წავიდა, მართალია გამოლაპარაკება ვერ გაბედა, მაგრამ თვალი შეავლო...დარწმუნდა, მის სითბოსა და ადამიანობაში,  გულდამშვიდებული  წამოვიდა შინ. არც გაამხილა, სად და რისთვის იყო ქალაქში წასული.არც მას გაუმხილა, რომ ნახა. მაინც  ყველაფერი აკმაყოფილებდა , მისი სიმშვიდე ძალას აძლევდა, ოღონდ დიდხანს გაგრძელებულიყო...სხვა მისთვის არაფერი იყო საჭირო.ოღონდ დიდხანს გაგრძელებულიყო....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები