ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2014


***

გასრულდა დღეები მილოცვის,
მაღალი ჭიქების წკრიალიც.
სურვილებისათვის ილოცეს,
უფლის სადიდებლად კი არა...
აკრიფეს დღეებმა სუფრები,
სასმელით აქა იქ ნალაქი.
როგორ ჭირდებოდა სულს ფრთები
მუცელს გადაყოლილ ქალაქში...
პირჯვარსაც იწერდა "გლამური",
თან ზიზღით უცქერდა უპოვარს.
ცხოვრება ერთობ საამური
მათხოვრის გარეშე უფროა...
სულ ჰქონდა ქილიკის საბაბი,
მოდიეტეს თუ მომარხულეს.
ის იშვა იმ ღამეს, ბაგაში,
კაშკაშა ვარსკვლავის თანხლებით.
          07.01.14

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები