ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2014


სუიციდი....


ბებერ სამტრედეს, შეეზარდა რქები ანტენა.
სარეცხის თოკი ნერვებივით ჭიმავს აივნებს.
ჩემმა ფანჯრებმა ლამფის შუქზე ღამე გათელა,
ახლა ღია აქვს თვალები და მზერას ასვენებს...

ჰორიზონტს ვზომავ ღრმა ჩასუნთქვით აქედან შორს და
მაინც არ ვიცი რამდენიხნით გაგიძლებ კიდევ.
მგონი აქამდეც ჩემი ბედი არავის შურდა....
ახლა არის და ჯოჯოხეთიც გადავიკიდე.

ამბობ წადიო, სად წავიდე მართლა არ ვიცი
როცა, ბრმასავით ძლივს დავდივარ ხელისცეცებით.
ვერსად ვერ წავალ რამდენჯერმე უკვე დავეცი,
(შველა არ მინდა წამოდგომას ჩემით ვეცდები)

სატელეფონო ხაზებივით, ვერ ვწყვეტ კავშირებს...
შორს საიდანღაც ნიავს მოაქვს რიტმი ტამტამის.
შენ, სიყვარული, ფარვანისფრთებს გწვავს და გაშინებს,
მე სუიციდი მემუქრება წერაატანილს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები