ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2014


რა გიყო...

გემწარა უარი,მახსოვს და ინანე,
გრძნობა რომ გამანდე კამკამა ზღვისფერი,
მერე თაფლისფერი ლექსებიც მინამე
იმ კალმით, ადრე რომ ათბობდა ალისფრად მიფერილ
სიშორეს, ახლა კი ამდენი რჩევისგან
ბრუნდები ლექსებთან კრძალვით და დარცხვენით,
რა გიყო, ტკივილიც იშოვე ჩემით და...
ჩემ გამო შენს თავთან ყოველ წამს მარცხდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები