ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2014


ხომ მაგარი ვარ (იუმორესკა)

            ხომ მაგარი ვარ
                                     
              (იუმორესკა)
  მეც მაქვს ,,ლამაზი თვალები,”
  მყავს ,,დიდი კაცი” ბიძა,
  რითმები გადასარევი
  და ,,ჩემი დედამიწა”! ...
  ლექსებს ვწერ სულში ჩამწვდომებს,
  პროზას ხომ ,,ვაფშემ” მაგარს,
  ზოგი ,,ხუთებით” ასწორებს,
  (ზოგ-ზოგიერთს კი არ ჰგავს.)
  ზოგი კი გაგანიორწყლებს,
  დანა ვერ გახსნის ხახას
  სატირით დაგაწიოკებს,
  სიზმრად ჯოჯოებს ნახავ ...
  მეც მაქვს ,,ლამაზი თვალები,”
  მყავს ,,დიდი კაცი” ბიძა,
  წიგნები გამოსაცემი ...
  ვახ! ... ,,ჩემი დედამიწა”! ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები