ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2014


გამხელა

რაც გინდა გერქვას: მართა, ფოტინე,
ალისა, ბერტა ან ზინაიდა;
ცხოვრებას თუ არ წაეპოტინე,
ვერ გაგიმართლებს და ვინაიდან
შენ გქვია: კესო ანდა ლამზირა,
მადლენა, ლონდა, ოლღა, რიფსიმე...
სამზერად მოგსდევს მთელი გამზირი
თუ დაგეწია მერე ვიცი მე,
თუნდ იყო: ფატმან ანდა ქსენია,
გეტყვის:თუ როგორ მოკვდა ნიკალა,
რომ სიყვარული ძველი სენია,
არის ურყევი ვით ნარიყალა.
შენ გაოცდები: ფეფო, ცოქალა,
ლიდია, მავრა, მზაღო, მაკრინე...
გესლით ივსება მოგრძო ბოკალი,
თუ სიძულვილი ვერ დავაკნინე
და მომიტევეთ: როდამ, სოფიო,
ტერეზა, ლოლა, მია, ანხელა,
რომ ჩამეძიოს მთელი მსოფლიო,
ერთი სახელის მიჭირს გამხელა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს