ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
19 იანვარი, 2014


ტაში დიქტატორს

                              ტაში დიქტატორს
 
  ,,ხომ კარგად შევასრულე ჩემი როლი ცხოვრების კომედიაშიო” ? - იკითხა სიკვდილის წინ დიდ-
მა რომაელმა დიქტატორმა გაიუს ოქტავიანემ და როცა დადებითი პასუხი მიიღო, ისურვა: ,,მაშ, ტაში
დამიკარით და ისე გამაცილეთო” ! ...
  ის ისე ჩავიდა სამარეში საკუთარმა ხალხმა სურვილი არ შეუსრულა. ვერც გარემოცვიდან გაბე-
და ვინმემ ტაშის დაკვრა, რადგან ეს ტაში უკანასკნელი იქნებოდა მისთვის.
  ვერ გაბედა და დარჩა ისტორიაში ,,ფრთიან ფრაზად”  დიდი დიქტატორის ეს ყველაზე კეთილშო-
ბილური და გულწრფელი სურვილი.
  არც ოქტავიანემდე და არც მის შემდგომ, არცერთ დიქტატორს არ ღირსებია განსაკუთრებული პა-
ტივი, საკუთარი ხალხის ტაშისცემა. არ ღირსებია, რადგან ხალხი არასდროს ,,აცილებს” ტირანებს
ტაშით.
  თუმცა, ოქტავიანეს სურვილმა, დილემის წინაშე დააყენა ისტორია, რომელსაც ან მისი მოთხოვნა
უნდა შეესრულებინა და საკუთარი თავისათვის გამოეტატანა სასიკვდილო განაჩენი, როგორც უსამა-
რთლო მსაჯულისა ან ხალხისთვის დაემტკიცებინა თავისი სამართლიანობა და წასულიყო დიქტატ-
ორთა სურვილის წინააღმდეგ ...
  დიახ! დიქტატორთა სურვილის წინააღმდეგ, რომლებიც ,,წერენ” თვით ამ ისტორიას.
  ისტორიამ, როგორც სამართლიანმა მსაჯულმა აქცენტი ხალხის არჩევანზე გააკეთა, დიქტატორთა
ტაშით გაცილების სურვილი ,,სანაგვეზე” მოისროლა და ასე აქცია უტაშოდ მათი გაცილება კანო-
ნზომიერებად. ... ისტორიის კანონზომიერებად. 
და მას გამონაკლისი ამის შემდეგ არასდროს დაუშვია ან რატომ უნდა დაეშვა? ...
  2013 წელი. ოქტომბერი.
  საქართველო.
  პატარა ქვეყნის ,,დიდი დიქტატორიც,” უტაშოდ გააცილა სამართლიანმა ისტორიამ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები