ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2014


ზამთრის პეიზაჟი...

შეციებული კანკალებს ანძა-
უჩანს მთაწმინდას შიშველი მხრები...
ცოტაც! და ღამე გააჩენს ხანძარს…
ცაზე. ვარსკვლავის ცეცხლში ჩავწვება

თბილისი, ხოდა არ დაწვავს თუმცა,
რა ვიცი- მაინც დარდი მაქვს ქვეყნის.
ქვაშვეთი ღამის ბუტბუტებს ლოცვანს,
ლამის გამზირმაც აიდგას ფეხი.

მომყვება ნელი ნაბიჯით ქუჩა,
და ნაგვიანევ ღია კაფეში
ვიღაცა მღერის ბესამე მუჩოს.
დაკარგულ ქალაქს ეძებს შავ-თეთრში.

მთვარე. და მალულ სიყვარულნაჩვევ,
ცისმკერდზე გდია მთვრალი კორნეტი.
თოვს!- ხეებს ამტვრევს ტოტებზე მაჯებს
ყინვა, უცხენო შუშის კარეტით.…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები