ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2014


შესაბრაწი სიცოცხლე

  შესაბრაწი სიცოცხლე

კურდღელი კეცზე დავაკარი ...
დავკალი და გავატყავე,
სტუმართან თავი მოვიწონე.
სტუმარმაც თავი მოიწონა,
ორივემ, თავი მოვიწონეთ.
წითელი ღვინო ჩამოვასხი,
,,ჩაის ჭიქებში” ჩამოვასხი,
ღვინო იმიტომ ჩამოვასხი,
სიცოცხლე მინდა ვადღეგრძელო.
ჩვენი სიცოცხლე ვადღეგრძელო,
ამ სადღეგრძელომ გამახსენა,
უცებ კურდღელი გამახსენა.
რომ დავკალი და გავატყავე.
და იგი კეცზე დავაკარი,
კურდღელს ხომ ჰყავდა მშობლები,
ხომ ჰყავდათ მშობლებსაც შვილები,
და ხომ ჰყავდათ ბევრი შვილები,
ერთმანეთზე უკეთესები ...
მე კი დანაყრებას ვაპირებ,
დანაყრებას კარგად ვაპირებ,
და მხოლოდ იმიტომ ვაპირებ,
რომ ვერ აპირებს კურდღელი.
რადგან მე ვარ დედამიწაზე,
მბრძანებელი დედამიწაზე.
და სხვა რომ იყოს მბრძანებელი,
ჩემი და სტუმრის მბრძანებელი,
ხომ გააფიცხებდა ,,დევის კეცს”
და ,,დევის კეცზე” დაგვაკრავდა,
დასანაყრებლად დაგვაკრავდა
კურდღელივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები