ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2014


ანომალია...

ხანდახან სინდისს გამოუტყდი, რომ მართალია.
რომ ამ ცხოვრებას სხვებმა თავი უკეთ გაართვეს.
იმ წლებს, რომლების გახსენებაც არ გინანია,
არც არაფერი არავისი შენგან არ მართებს.

ხანდახან ხომ არ გეჩვენება, რომ დაიღალე,
რომ სურათები გაგიხუნდა ფერთა ალბომში,
და თვალებს ისე შეეჩვია უკვე ნაღველი
დასახლდა კიდეც სპილოს ფეხში, როგორც გავროში.

ფიქრობ, რომ ახლა აღარაფერს აღარ აქვს აზრი!......
ახლობლებს, ჩვევად გადაექცათ შენი ღალატი.
გსურს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ისე გაბრაზდე,
რასაც სხვებისგან გულმოდგინედ დიდხანს მალავდი

ბოლოს შენს თავსაც გაუმხილო, რომ მართალია,
რომ უიღბლობა ცხოვრებაში შენი ბრალია....
რომ ვინც გეგონა შენთან ახლოს დღეს შორს არიან-
გსურს დაიივიწყო, როგორც წლების ანომალია.

იქნებ ამ ერთხელ მაინც უთხრა შენს თავს სიმართლე,
რომ სხეულს იქით არაფერი არ გაბადია.
ნამუსის ხარჯზე სარფიანად რომ ვერ ივაჭრე
და რომ ქვეყანა იღბლიანთა კარნავალია...

ხანდახან სინდის გამოუტყდი, რომ მართალია.
რომ ამ ცხოვრებას სხვებმა თავი უკეთ გაართვეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები