ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2014


  ჩამოტვირთვა

გიყვარდეთ!

"ო,როგორ წავიდა,დაგვტოვა უღმერთოდ,
არადა ჩვენს გვერდით გვინდოდა მდგარიყო,
ლექსები მივუძღვნათ,სიმღერა ვუმღეროთ,
და მისი სიკეთე სახალხოდ გავრითმოთ.."

არადა სულ ერთხელ გენახეთ შემთხვევით
სახეც კი დამალეთ,არაფრად ჩამაგდეთ,
ახლა კი ამბობთ რომ უჩემოდ ვერ ძლებდით
ქებით და დიდებით ზეცამდე ამავსეთ..

თითქოს და ვიყავი საოცრად კეთილი
იხსენებთ უამრავ საქმეებს საგმიროს,
დღეს ჩემი არყოფნით დაესვა წერტილი
თქვენივე ცხოვრებას ფერადს და საჩინოს!

გაგიქრეთ ხალისი ახალი სიცოცხლის,
ან რაღა მოგიტანთ ხვალიდან ღიმილებს,
თქვენ ჩემი ყოველი ნაბიჯი იცოდით
(სხვაც ალბათ მოგისმენთ და ისიც იტირებს)

მე ვიცი რა მელის დღეიდან ხვალამდე,
გამიცნობს ხალხი და ხოტბასაც შემასხამს,
და მერე ვინ იცის გაგრძელდეს სადამდე
რამდენჯერ ამისვრის-დამაგდებს მე "მასა"..

არ მინდა დიდება,არ მინდა ტყუილი,
იყავით მართლა და იყავით მართალი !
არ მინდა ტირილი,არ მინდა ღმუილი ,
იყავით რაც ხართ და ის იყოს,რაც არის !

ნუ ელით დაცემას,ნუ ელით სიკვდილებს,
ისწავლეთ როგორმე,ცოცხალს სცეთ პატივი,
გაყინულ სხეულებს თუ კი არ იტირებთ
სიცოცხლეც გახდება სიკვდილზე მარტივი...

გიყვარდეთ ცოცხალი,გაუთბეთ გულები
ნუ ატკენთ ერთმანეთს,ან რა გაქვთ სადაო...
აჩუქეთ ღიმილი,ურიცხვი,ულევი
მერე არ ინანოთ,აღარ დამცალდაო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები