ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2014


თამადის კოდექსი (იუმორესკა)

  თამადის კოდექსი
    (იუმორესკა)

ქვემორე დამტკიცებული,
ესე კოდექსი თამადის,
ყანწზეა დაფიცებული,
ერთხელ კი არა, მრავალგზის.
ერთი მუხლისგან შემდგარი,
ორი პუნქტიდან, ზიარად,
მამა-პაპანი ნეტარნი,
დაატარებდნენ ,,იარად.”
პირველი პუქტი გვაფრთხილებს,
არ ეკამათო თამადას,
როცა ,,ბახუსი” აგიფრენს,
და ტვინში შეკრავს კამარას.
მეორე პუნქტი ასევე,
გვაუწყებს შემდეგ განაჩენს,
კვლავ პირველ პუნქტში ჩახედე,
ცხონება ჰქონდეს მამაშენს.
თუ ამ სამართლით მიჰყვები,
სუფრის რაკრაკა დინებას,
ვაჟკაცად წარმოჩინდები
და აიცილებ გინებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები