ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2014


სურვილთან ბანქოს თამაში

ვსხედვართ, ვთამაშობთ ბანქოს
მე და სურვილი ჩემი.
-შენთან კითხვები მაქო,
უაზროდ აიჩემა...
ახლა დამაყრის კითხვებს,
-იქ რომ, ისე რომ, მაშინ?..
რაც მეტს ვპასუხობ, მით მეტს
მოითხოვს, როგორც ბავშვი,
არ მომასვენებს, ვატყობ...
წამოწევს ახალ თემას,
რატომ ვარ ისევ მარტო,
თან ლამის მთელი თვეა...
რატომ ჩავკეტე თავი,
ფიქრის საკანში განგებ?
მე კი ვპასუხობ - რა ვი...
და ამ პარტიას ვაგებ!
აღარ დავდივარ უკვე
სურვილის ჭრელი რუქით.
და გუნდრუკს რომ არ ვუკმევ,
ესეც ბავშვივით უკვირს.
ვსხედვართ, ვთამაშობთ ბანქოს,
იქნებ, მოვუგო სურვილს.
მე კარგი კარტი მაქვს და,
მას მოუვიდა ცუდი...
      27.01.14



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს