| ავტორი: ტ ა ტ ო ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2014 |
ისევ ფიქრი მომეძალა უჩვეულო, საოცარი, ალბათ მალე გათოვდება ამინდია არეული, შენ თუ შენი სხეულიდან ჩემი შვილი გამოცარი პაწაწინა ანგელოზი, ლამაზი და საკოცნარი, შენს ნაკვალებს გამოვყვები ისე როგორც მთვარეული.
შემიძლია რომ მოგიძღვნა,ცა ვარსკვლავით, მზით და მთვარით დაგავიწყო ცხოვრებაში თუ სიმწარე გიგემია მძინარს გვერდით ჩამოგიჯდე, გიდარაჯო მთელი ღამით, შევეცდები ბედნიერი იყო მუდამ შენი ქმარით, ყველაფერი შენ გაჩუქო ქვეყანაზე რაც ჩემია.
მე მიფიქრია "დღეს ერთი ვარსკვლავი შეწყვეტს ცაზე ნათებას და ხვალ დედამიწას მოევლინაბა პატარა ანგელოზად"
მე მიფიქრია, როგორია შენი თვალები, შენი ხელები, შენი კანი, ანდა სხვა რამე. შენ სილამაზით ალბათ მზესაც შეედარები და ამ ფიქრებსი გავათენე რამდენი ღამე.
მე მიფიქრია, როდის მოვა ნანატრი წამი როდის გაათბობს ჩემს გულს შენი ტირილის ბგერა, პირველად როდის გაირხევა შენი წამწამი, ალბათ ძნელია ყველა ფიქრის ფურცელზე წერა.
...
რამოდენიმე საათიც და დრო გავა ვადის ყოველი წუთის ლოდინი კი ჩნდება ნერვებად, მაგრამ ჯერ კიდევ მოლოდინით ნახვრეტში ფარდის ვხედავ შენს ვარსკვლავს ცას და მთვარეს რომ ეთხოვება.
23.01.2014 ტ.წაქაძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. წარმატებები ავტორს:) წარმატებები ავტორს:)
6. მადლობა, გაიხარეთ :) მადლობა, გაიხარეთ :)
5. ალბათ ძნელია ყველა ფიქრის ფურცელზე წერა. + ალბათ ძნელია ყველა ფიქრის ფურცელზე წერა. +
4. წარმატებები.. წარმატებები..
3. არაუშავს. წარმატებები არაუშავს. წარმატებები
1. ++ წარმატებები... ++ წარმატებები...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|